ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩასწორებები შეიტანეს კანონში და სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება, თუმცა ჯერ არავინ იცის დანამდვილებით:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას
დაწესებელი ჯარიმები
1) მართვის მოწმობის არქონის შემთხვევაში -200 ლარის ოდენობით
2) მანქანის მართვა ნასვამ დგომარეობაში -- 200 ლარი
3) მანქანის გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირისათვის __ 250 ლარი
4) თუ პირს არ აქვს მართვის მოწმობა ან ჩამორთმეული აქვს და მანქანას მართავს ნასვამ მდგომარეობაში მძღოლიც და მანქანის მეპატრონე ჯარიმდება -- 500 ლარის ოდენობით
ზემოთ ჩამოთვლილი სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლით, და თუ არ აქვს მართვის მოწმობა ჯარიმას –500 ლარის ოდენობით.
5) მძღოლის ან მისგან მარჯვენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრითხოების ღვედის გამოუყენებლობა იქ, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80კმ/სთ –ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას - 40 ლარის ოდენობით
6) მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 50 ლარის ოდენობით.
ზემოთ ჩამოთვლილი სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რამაც გამოიწვია საცობის შექმნა, – 100 ლარის ოდენობით.
7) ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
8) დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესების დარღვევა გამოიწვეს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
ჯარიმის ან/და საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუკი იგი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია 1 წლის ვადით, ხოლო თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია 2 წლის ვადით – დამატებით 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას .
ზემოთ ჩამოთვლილი ადმინისტრაციული ჯარიმები ძალაშია 2010 წლის 1 აგვისტოდან.
9) მძღოლის ან მისგან მარჯვენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრითხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 40 ლარის ოდენობით
10) ავტომობილის გვერდითი მინების დაბურვა არ უნდა აღემატებოდეს 40%,
წინა საქარე მინის დაბურვა აკრძალულია ხოლო უკანა მინა მძღოლის შეხედულებისამებრ. თუკი ავტომობილს მინები დაბურული აქვს დადგენილ ნორმაზე მეტი პროცენტით გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას --40 ლარის ოდენობით.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება ქარხნულად დაბურულ მინებს11) ავტომობილიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ადმინისტრაციული ჯარიმები ძალაში შევა 2010 წლის 1 დეკემბრიდან
სამინისტროს საიტზე ჯერ არ არის, არც არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ იმედია მალე გამოაქვეყნებენ ახალ ვერსიას...
ამ ტექსტშიც ბევრი უზუსტობაა, უკანა მინა შეხედულებისამებრო რომ წერია, რომელი მინა იგულისხმება, არ არის დაკონკრეტებული...
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება ქარხნულად დაბურულ მინებსეს ფრაზაც ჩემი აზრით ნაჩქარევად და გაუაზრებლად არის ჩამატებული, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს როგორი დაბურვაა, ქარხნული თუ არაქარხნული, მთავარია პროცენტულობა იყოს დასაშვები, ვისი რა საქმეა დაბურვა როგორი მეთოდით არის გაკეთებული???
ჩემი აზრით ისევ სისულელესთან გვაქვს საქმე, იფიქრეს ვითომ გამოვასწორებთო სიტუაცია და უფრო მეტი იდიოტობა გამოვიდა. ახლა ყოველ გაჩერებაზე პატრულმა უბრალოდ მინების დამუქების პროცენტულობა კი არა, მისი ქარხნულობაც უნდა შეამოწმოს თურმე, რანაირად და რა მეთოდებით, ეგ გაუგებარია....
კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ტექსტი დაუზუსტებელია, ანუ წარმოშობა უცნობია, ასევე უცნობია მისი შექმნის თარიღი....ვისაც ეჭვი ეპარება რომ ქარხნულად იბურება მანქანები იაპონიაში:
http://catalog.drom.ru/subaru/forester/20375/Тонировка стекол - есть
2000 წლის ფორესტერზე:
http://catalog.drom.ru/subaru/forester/38539/Тонировка стекол - есть
ესეც IO-ს მონაცემები
http://catalog.drom.ru/mitsubishi/pajero_io/41562/http://catalog.drom.ru/mitsubishi/pajero_io/10147/Тонировка стекол - есть
ევო 7
http://catalog.drom.ru/mitsubishi/lancer_evolution/46143/Тонировка стекол - есть
აირტრეკი
http://catalog.drom.ru/mitsubishi/airtrek/7983/Тонировка стекол - есть
ჰონდა აკორდი
http://catalog.drom.ru/honda/accord/2991/Тонировка стекол - есть