BaBajanka თეორია კი ჩავაბარე 3 წუთში, (რომ გამოვედი, ჩემს ქმარს ეგონა რაღაც დამრჩა და ჩავაბარე-მეთქი რომ ვუთხარი, გადაიარა, ასე სწრაფად სახლშიც არ აკეთებდი მაგ ტესტებსო და თან არც ერთი შეცდომა არ მქონდა

მაგრამ სამაგიეროოოდ, პრაქტიკაში ჩავიჭერი ეგრევე

გარაჟში შევაყენე, მაგრამ ჯოხებს გავეხახუნე

სწორადაც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ ისე დავიძაბე და ვინერვიულე, ყველაფერი დამავიწყდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. 1 საათი რიგში ვიდექი, სულ 5 მანქანა დადიოდა, ბიჭები ამბობდნენ, მე-3 მანქანაზე რომ ზის, ეგ ბიჭი მაგარი საზიზღარიაო, ყველას ჭრისო და მაინცდამაინც მაგ მესამემ დაიძახა ჩემი გვარი და მაგან იმოქმედა ცუდად რაა. მერე დაიწყო ყველაზე სასაცილო ამბები. სიგარეტს ეწეოდა, დაჯექი და მოვალო. მივლასლასდი, ჯერ მგზავრის მხარეს კარს ვაღებდი და ვჯდებოდი,

მერე უცებ მოვეგე გონს, დავჯექი საჭესთან, ღვედი ძლივს შევიკარი, მერე იკადრა და ისიც ჩაჯდა, რუჩნოის ჩაწევა დამავიწყდა კინაღამ, მოკლედ უაზროდ ვინერვიულე. მერე გარაჟთან თურმე აღმართი ყოფილა, კინაღამ დამიგორდა, მაგრამ მოვახერხე და გავაჩერე, წავედი ზადნით, მაგრამ რად გინდა, მოვეფერე ჯოხებს და გამაჩერა ეგრევე

შემდეგი გასვლა მიწევს 1 იანვარს და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პრაქტიკა ბარდება თურმე პირველში და დღის პირველ ნახევარში ვარ დაბარებული. ეხლა უნდა ვიარო 3 დღე ჯურხასთან და იმედია მიშველის.

მთავარია არ ინერვიულოთ, ეს გაითვალისწინეთ ყველამ, წარმატებები
This post has been edited by T-E-0 on 27 Dec 2010, 18:51
waiting for...