გადამზიდავის წარმომადგენელმა დამიბარა 2 საათზე
მანქანა სადგომზე იყო უკვე

შედიხარ შენობაში.. ზის 2 გოგო, აწვდი პირადობას, რაღაცას ამოწმებს კომპში
მერე გიშვებს სხვა ოპერატორთან. ის გეუბნება, რომ ამდენი და ამდენი ლარი გაქვთ გადასახდელი, გიწერს საბუთს და გიშვებს ბანკში.
ბანკიც იქვეა, იმავე ფოიეში. ანუ შენობიდან არ გადიხარ რა..

გადაიხდი თანხას, მოგცემენ ქვითარს
მერე გამოდიხარ შენობიდან და ეგრევე გვერდზე არის 2 შლაგბაუმი. იქ არი ჯიხური. მიაწვდი ამ ქაღალდს ჯიხურში და რაციით გადასცემენ, რომ შენი პიპია გამოაგორონ
მერე ელოდები 10-15 წუთი და საბაჟოს თანამშრომელი გამოიყვანს მანქანას შლაგბაუმთან. იქაც შენს პირადობის მოწმობას გაატარებენ სადღაც და ვსო
თავისუფალი ხარ
გამოხვალ თუ არა, არის სოკარის კალონკა
2,13 ად ასხამ ევრო რეგულარს და მოდიხარ თბილისში

მეტი დეტალურად აღარ ვიცი

პ.ს.
ბორბლებზე ბოლტები შეამოწმე, წყალი ნახე თU არის და ზეთი...