მე ისეთ ამბავს შევესწარო ჩემთან უბანში რომ ეგეთი არასდროს არაფერი გამიგია....
მოკლედ გაჩერდა ტქსი, წითელი ფორდი იყო თუ ზუსტად მახსოვს. გადმოვიდა ტიპი და მიაწოდა 5 ლარიანი მგონი, ტაქსისტმა დაუბრუნა ხურდა ლარიიანი
ეს ეუბნება ლარს რატო მიბრუნებ 3 ლარი აიღე და 2 ლარი მომეცოი, ტაქსისტმაც რაღAც უთხრა და შეყვნენ კაროჩე ამაზე... გაწევ-გამოწევა და ა.შ. (მე ამ ყველაფერს სახლის აივნიდან ვუყურებ)
ამ დროს ვიღაცამ ჩამოიარა კორპუსთან და რო დაინახა ესენი, გააჩერა, გადმოვიდა და დაწყნარდით რა გჭირთო და ეგეთი ბაზარი გაუშვა... ახალგაზრდა ბიჭი იყო ცოტა ნასვამი მგონი...
ამ მგზავრს ეს რო დაინახა გული მიეცა თუ რა ქნა არ ვიცი და ეხლა დავწყნარდე კი არა ამას ისე ვუზავ ასე ვუზავი და ერთი კაი მიაპანჩურა და მანქანასაც წიხლი ხია და კარი შეუღუნა...
ამ ტაქსისტმა გააძრო ეგრევე ტელეფონი და რეკავს პატრულიში.... მგზავრმა პატრული რო გაიგო, უიო და მოიხია ეგრევე... ტაქსისტმა ეს რომ ვეღარ დაინახა, მივარდა ამ გამშველებელს,
ეგ შენი ნაცნობი იყოო და ეხლა შენ მოდი აქო! თან პატრულში რეკავს.... გამოშტერდა ეს ტიპი შენ ხო არ უბერავო, ეს კიდე პატრულის ოპერატორს ეუბნება ტაქსისტი ვარ, აქ და აქ დედას მიდღნავენ
და მიშველეთო და პახოდუ ამ გამშველებლის მანქანის ნომრები გადასცა,,, გაგიჟდა ეს ტიპი მიუვარდა ამ ტაქსისტს მოდი უნდა დაგახრჩოოო, ამან კიდე ხელი არ შემახო ძვირი დაგიჯდებაო

იმენა ეგრე იყო ერთ სიტყვას არ ვამატებ....
გადაირია ეს გამშველებელი, თან ვეღარც მიდის, ნომერია გადაცემული და დააკავებენ მაინც...
მოვიდა პატრული და ეს ტაქსისტი უყვება: მგზავრი ავიყვანეო, აქ მოვიყვანე და ფული არ გადამიხადა მარტო ლარიანი მომიგდო და რო შევეპასუხე კაჩაობა დამიწყოო
მერე ნაცნობი გაეჩითა აგერ ეს ტიპიო და ორივემ ერთად დამიწყო კაჩაობაო და ამასობაში მანქანაც გამიფუჭესო...
ეს ტიპი უკვე ცეცხლებს ყრის

თან ბოლომდე ვერ აწვება, პატრული და რამე....
ეხლა ვხედავ რომ ერთი მეზობელი ჩავიდა, მიყვა მეორე, მესამე, მეც ჩავედი, ჩემებიც მომყვნენ და გავიჩითეთ ერთი 7-8 კაცი...
მივვარდით ამ ტაქსისტს და ვაკაჩავებთ, ზევიდან გიყურებდით შე ახვარო რეებს ყვები ხო არ უბერავ თქო და ა.შ.
დაიბნა პატრული, რა ხდებაო. ჩვენც ვუთხარიტ როგორც იყო...
კაროჩე ბევრი რო არ გავაგრძელო პატრულმა თქვა ეგეთი რაღAცა:
გვესმის თქვენი და გვჯეარო მაგრამ რა ვქნათო, ეს ტაქსისტი დაზარალებულიაო, ამ ტიპს ხელს ადებსო, ეხლა ჩვენ ეს ტიპი
უნდა გადავიყვანოთ კაპეზეზე და ამ საღამოს იქ გაატარებსო. მერე საქმე აღიძრებაო, სასამართლო და რამე... თქვენ კიდე
თუ ესე იყო საქმე, დაუდექით ამ ტიპს გვერდში სასამართლოშიო და გამართლდებაო....
ამ გამშველებელმა რა კაპეზე თქვენ ხო არ გაჟუილებთო

პატრულმა უთხრა რა ვქნა ძმაო ეგრეაო, მაშინ თუ მორიგდებით ერთმანეთში არაფერიც არ იქნებაო...
გაგიჟდა ეს ტიპი, მაგრამ უკვე ზადნავს, ლიჟბი უაესს შარში არ გაიჩითოს,
გაიყვანა გვერდზე ეს ტაქსისტი და ეუბნება, რა გინდა ძმაო შემეშვიო, ვაფშე არ ვიცნობდი იმ ტიპს ერთი მაგის დედაცო
რამდენი უნდა ამ შენი მანქანის გაკეთებას მითხარი და მოგცემო. ამ ტაქსისტმაც არც აცია არც აცხელა დ 150 ლარიო

არადა იმენნა პატარაზე იყო შეღუნული... ამ 150 ლარის გაგონებაზე უკვე ჩვენ გადაგვეკეტა და დავიწყეთ ისევ ამ ტაქსისტის მიკაჩავება...
ეხლა უკვე ეს ტიპი გვაჩერებდა, გაჩერდით თუ ხალხი ხართ ვიშარები თავი დაანებეთ მივაშავებ ამ 150 ლარს და შემეშვასო...
მოკლედ გადაუხადა 150 ლარი და ეს ტაქსისტიც ბუჩქებში გაუჩინარდა

აი ესეთი ახვარი ხალხიც მოძრაობს თბილისის ქუჩებში...
ბოლოს ამ ტიპს ეუბნება, თუ 150 ლარზე ნაკლები დამიჯდა, ნომერი მომეცი დაგირეკავ და დარჩენი ფულს დაგიბრუნებო