#27449505 · 19 Sep 2011, 17:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რითი ვერ გაძღნენ ტო? არ მაქ ლაპარაკი იმაზე რო წესები უნდა დაიცვას ყველამ, მარა ყველაფერი ფულის ამოღებასთან მიდიოდეს არ გამიგია. წინა გვერდებზე ამბობდა ვიღაც მოსიარულე პატრული არ მახსოვსო ყველა ჯარიმას წერსო. მართლა მასეა ამ ბოლო დროს. ყველა წერს ყველგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ჩემ მეგობარს შეემთხვა ამასწინათ, გზაჯვარედინზე მწვანეზე გავიარეო, გზამ ვეღარ მოასწრო გაეტარებინა მოძრაობა და მოძრაობა წითელზე დავასრულეო. ეგრევე წითელზე გასვლა დაუწერეს და კამათისთვის თუ რისთვის ვერ გავიგეო, მანქანა საჯარიმოზეც გადაიყვანესო. ყველაფერი ეს 160 ლარიც დაჯდომია. ისე წერენ თან ამ 50 და 100 ლარიანებს თითქოს ციდან ცვიოდეს ფული. საშინელია ეს ქვეყანა და ცოტა მაინც ცუდად რომ ვგრძნობდე ფინანსურად თავს დავკრავდი ფეხს და ავაცვამდი აქედან. ყელშია ყველაფერი ყელში. მიგალკა, ჯიპები მთავრობა, ქსივები, ლოხები, სოფლელები. ფუუფ რა
|