მე მესმის რომ საქართველოს ბაზარი არ იცნობს ჩიპ ტუნინგის არსს, რაც იწვევს ესეთი ეჭვებს ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მიმართ.
ერთია გასათვალიწინებელი. ჩვენი კომპანია არ გთავაზობთ რაიმე განსაკუთრებულ ინოვაციას, ჩიპ ტუნინგი მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ტუნინგის ვარიანტია რომელიც უმეტესობა შემთხვევაში ყველაზე მაღალ შედეგს იძლევა თანხასთან მიმართებაში ნებისმიერ სხვა მოდიფიკაციას რომ შევადაროთ.
ავტომობილის ტუნინგი როგორც წესი იყოფა 3 Stage-ად (საფეხურად). პირველი არის სწორედ ჩიპ ტუნინგი, ამიტ იწყება ნებისმიერ ავტომობილზე მუშაობის დაწება.
გამოხმაურებები როგორიცაა, ეს სრული სისულელეა, შეუძლებელია, ზღაპარია და ა.შ. არის მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმის გამო რომ უბრალოდ არ იცნობს ქართველი მომხმარებელი Chip Tuning-ის ECU Remapping-ს.
სისულელეა ის რასაც აკეთებენ კომპანიები: GoAPR. GIAC, MTM, BSR, UNITRONIC და კიდევ უამრავი სხვა მთელ მსოფლიოში ცნობილი ფირმები რომლებიც სპეციალიზირებული არიან ????ზუსტად იგივეზე რასაც ვაკეთებთ ჩვენ.
აქვე მინდა ავღნიშნო რომ "ჩვენ" არ ვწერ თავად ტუნინგ ფაილს, როგორც ზოგიერთები აქ აკეთებენ, ამას ჭირდება საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა თითეული ძრავის და ტესტების ჩატარება. ჩვენი უცხოელი პარნტიორები აკეთებენ სწორედ ამას, რომელთაც როგორც ავღნიშნე აქვთ უზარმაზარი გამოცდილება და მონაცემთა ბაზა. ჩვენ ვახდენთ მათ მიერ მომზადებული პროგრამის ჩაწერას!
კიდევ წავიკითხე "ესეთ მარტივ მანქანას (იგულისხმება 1996 წლის ევო) რო ვერ ეხებით...." - რატომ და ეს ავტომობილი საკმაოდ ძველია ჩვენი სისტემისთვის, სამწუხაროდ ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქ მხარდაჭერა ამ მანქანის. შემდეგ წერენ "აბა პორშეები და ლამბორჯინები თითქმის არაა აქ" - მემგონი ყველა ავტომობილის ჩამონათვალი გვაქვს ვებ გვერდზე და შეგიძლიათ თავად ნახოთ რა მარკებსა და მოდელების მხარდაჭერა გვაქვს მოცემულ მომენტში.
Temch
ყველამ იცის რომ ეგ სრული უაზრობაა და არსად არ ნახულა ეგეთი შედეგები როგორც 30% სიმძლავირს მომატება მხოლოდ ECU-ს გადაპროგრამებით და 30% წვის გაუმჯობესება, ესეთი სისულელე არ გამიგია.
ყველა ზუსტი, დინოზე დატესტილი შედეგები კონკრეტული მანქანისთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს WEB გვერდზე.
მადლობას გიხდით იმისათვის რომ გამოხატეთ ინტერესი ამ პროდუქტის მიმართ.
ვეცდები ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს და ზოგადადაც გაგაცნოთ ჩიპ ტუნინგის არსი.
მადლობთ.
* * *
rolex1) რა თქმა უნდა ცვეთა იზრდება, თუმცა ეს იმდენად მცირეა რომ არც შეიმჩნევა.
2) Sport ოფციის შემთხვევაში წვა რჩება იგივე, ძრავის დატვირთვის გარეშე, შეიძლება შემცირდეს კიდევაც, ვინაიდან იზრდება Torque, რაც უადვილებს ავტომობილს ადგილიდან დაძვრას, შესაბამისად ნაკლები საწვავის მოხმრაება ხდება ადგილიდან დაძვრისას. საშუალოდ მოსალოდნელია წვის ზრდა, ზუსტ პროცენტულ რიცხვს ვერ გეტყვით. კვლავ დამოკიდებულია კონკრეტულ ძრავზე.
gsxრამდენ ცხენიანი ვერსიაა თქვენი ძრავი?
ან ძრავი კოდი რომ მითხრათ გეტყვით რამდენი არის შესაძლებელი კონკრეტულად თქვენს ავტომობილზე.
თუმცა რა ვერსიაც არ უნდა იყოს S8 ნამდვილად ვერ გახდება

მაგისთვის გაცილებით რღმა ტუნინგი დაგჭირდებათ.
This post has been edited by NODO-GT on 29 Feb 2012, 01:37