leontსადაც მანქანის რამე იყიდება ყველგან, მე მწვანეში 6 თუ 7 ლარი მივეცი G11 აწერია 1 ლიტრი. ისე ფირმას დაუკვირდი და სადაურია რაარი რაღაც ნაგავი ანტიფრიზებიც არის ძრავს აფუჭებსო და რამე უხარისხო არიყიდო. აჰა ძმაო სრული ინფო

)
პირველი ანტიფრიზი იყო BASF-ის Glysantin, რომელიც 1926 წელს გამოვიდა (http://de.wikipedia.org/wiki/Glysantin) და აქედან მოყოლებული ანტიფრიზის კლასიკური ფერი იყო მწვანე.
მწვანე ფერი ევროპაში შხამის სიმბოლოა და რადგანაც ანტიფრიზი, უფრო ზუსტად ეთილენგლიკოლი, ადამიანისთვის სასიკვდილოა მალევე გადაწყვიტეს შეეღებათ მწვანედ, თორემ ყველანაირი ანტიფრიზი სპირტივით გამჭირვალეა.
შემდეგ სადღაც 80-იანებში გამოვიდა უფრო გაუმჯობესებული ვარიანტი ანტიკოროზიული და სხვა მახასიათებლებით ე.წ. G11 ჯგუფის ანტიფრიზები.
ზოგმა მწარმოებელმა ლურჯად დაიწყეს შეღებვა, ზოგმა ისევ კლასიკურ ფერში დატოვეს, თორემ რეალურად უმეტესი მათგანი ერთი და იგივე. აქ ფერში განსხვავება უკვე მარკეტინგული საკითხია მხოლოდ.
G11 ჯგუფში ბოლო მიიღწევაა ყვითელი ფერის ანტიფრიზი ე.წ. მერსედესის ანტიფრიზი, რომელსაც აქვს გაზრდილი გამოცვლის ინტერვალი, უკეთესი სითბოგადაცემა, გაუმჯობესებული ანტიკოროზიული მინარევები და ა.შ. მერსედესის დაშვებაა 325.2.
ყველა G11 ანტიფრიზი არის არაორგანული.
სადღაც 90-იანების მეორე ნახევარში გამოვიდა ორგანული ანტიფრიზები ფოლკსვაგენის მიხედვით G12 ჯგუფის ანტიფრიზები, კიდევ უფრო გაუმჯობესებული მახასიათებლებით, რომლებიც ძირითადად გათვლილია ალუმინის რადიატორებზე. ამის გამოცვლის ინტერვალია 4-5 წელი.
ამ ჯგუფშია:
G12 - წითელის ფერის.
G12+ ვარდისფერი, ე.წ. ლონგლაიფ ანტიფრიზი ჰონდა და ტოიოტა ასე ეძახის თავის ვითომ ორიგინალ ანტიფრიზებს. ეს ანტიფრიზი პრინციპში ნებისმიერ ფერთან არის თავსებადი.
და G12++ - ეს არის უახლესი პორშეს, აუდის, ლამბორგინის მანქანებში და 2010 წლიდან გამოშვებული მერსედესის და მანის სატვირთოებში მოთხოვნილი ნორმა. არის იასამნისფერი და გამოცვლის ინტერვალი აქვს 8 წელი.
საქართველოში ძირითადად არის ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის ანტიფრიზები შემდეგი ფირმების: Eurolub, Driver, Febi (თუმცა ეს თვითონ არ უშვებს, მაგას ძირითადად Fuchs-ის ფირმის ზეთები და ანტიფრიზები აქვს), Castrol და ა.შ.
მე მაინც ყველას BASF-ის ფირმის მირჩევნია, მაინც პირველი მწარმოებელი და სტანდარტებს ეს ფირმა აწესებს. საქართველოში სამწუხაროდ არავის შემოაქვს ზემოთ ჩამოთვლილებზე ოდნავ ძვირია. ეს არის უმაღლესი კლასის ანტიფრიზი. გერმანიაში გლისანტინი და ანტიფრიზი ერთმანეთის სინონიმებად ითვლება:
http://www.glysantin.de/აი ეს არის ანტიფრიზების მამაც და დედაც up.gif up.gif
* * *
Auto-Professionals95 იანი პირველი თაობა ვექტრაა პრასტოი ძრავით რათქმაუნდა, აი ხანდახან იცის ისიც უფრო ძრავი რო ცხელია აბაროტის ვარდნა ოღონდ ჩაქრობით არ ქრება არასდროს. ზემოდან შავი პლასმასი როაქ ეგ მოვხსენი და საკაიფოდაა ჩაშავებული ჭუჭყისგან და მეცოდება მანქანა
* * *
Auto-Professionalsროგორ მივხვდე პრასტოი სისტემაა თუ არა?