Cheaterგაუმარჯოს!
თუ ყიდულობ 3000GT-ს - უნდა იყიდო VR4 (ანუ 4x4ზე) და Twin Turbo. წონა დიდი აქვს და თუ არ აქვს ტურბო - ვერ იკაიფებ. პლუს მაგას, თუ იყიდი წინა პრივოდს (უტურბინოს) და მერე დაუყენებ ტურბინას - მაინც ვერ იკაიფებ, რადგად 4x4-ის გარეშე ვერ იგრძნობ 100% მაგის გაწევას და რაც არ უნდა ჰქონდეს, ცხენებს..
ადრეც მქონდა დადებული აქ ძრავების სურათი - რომ გაარჩიო ტურბო, უტურბინო და ცალ ვალიანი ძრავი, დაგეხმარება:

ასე გამოიყურება Stock ძრავა (ჰაერის ფილტრებს და ფერებს ნუ მიქცევ ყურადღებას).
1 ვალიანს აქვს 160 ცხენი (დაახლოებით)
2 ვალიანს - 220 (დახლოებით)
2 ვალიან ტურბოს - 320 (91-93 ცლებში - 300 ცხენი) - ეგ ამერიკულ მოდელებს. ევროპულ 3000GT-ს და იაპონურ MR-ს 280 უწერიათ, მაგრამ NIKA-მ როგორც დაგიწერა - ფაქტიურად მეტი აქვთ. რაგაც პონტში 280 ცხენს უწერენ, არ ვიცი რატომ.
აქ ვყიდულობდი ორიგინალ ნაწილებს:
http://www.partswebsite.com/cherryhilltriplex/ (Cherry Hill Triplex parts - Jeff Rattay არის მენეჯერი, სწრაფად და იაფად მიგზავნიდა ნაწილებს)
მაგალითად, სცეპლენია რო შევუკვეთე თავის დისკით, ვიჟიმნოით, ვილკით, კარზინით და პახოდუ სხვა ნაწილებით (რეზინები და შლანგები) გამოგზავნა დაჯდა 100 დოლარამდე USPS-ით.
კარგად თუ დააკომპლეკტებ - იაფი ჯდება. 1 ცალი რომელიმე ნაწილის გამოგზავნა - არ ღირს.
თუ არ გინდა ორიგინალი ნაწილები და აჰა ძმაო

www.3sx.com - მაგალითად. აქ მაქვს ნაყიდი Brembo-ს წინა აპორნი დისკები და Stillen-ის კალოდკები.
ნაწილების შოვნა - ადვილია. მთავარია იცოდე რა გინდა კონკრეტულად და იცოდე მისი Part number. აგერ ნახე, ამ პროგრამაში ვიპოვე ყველა ნაწილის ნომერი, ვნახე სად აყენია და მოკლედ შეკვეთის დროს ზუსტ ნომერს ვუგზავნიდი - სხვა ნაწილს, რომელიც შენი მანქანის მოდელზე (ან წელზე) არ მიდის - არ მიიღებ.

თუ ყიდულობ საზღვარგარეთ მანქანას - უნდა იყიდო Stock მდგომარეობაში, ჩემი რჩევაა ეგეთი.
თუ ქალაქში - ნახავ და თუ მოგეწონება აიღებ. მთავარია იცოდე რა აქვს გადაკეთებული და სად.
მე ჩემი მანქანა გავყიდე ვინაიდან 2 წელზე მეტია საზღვარგარეთ ვარ, მანქანა კიდე პროსტა იდგა. სხვა პონტში მაგ მანქანას არ გავყიდიდი არასოდეს.
This post has been edited by Parabellum on 30 Aug 2012, 13:25
3000GT VR4 1994, Stillen Brakes, NGK Laser Platinum Spark Plugs, 3SX Crank Pulley, K&N FIPK, - SOLD, 2011.