saszizgaraროგორცკი დარბაზის ამბავი გაირკვევა მაშინვე გაგაგებინებთ მომდევნო ტრეინინგის დროს და ადგილს
ng571თქვენ პირვერიგში უნდა გაერკვეთ თუ რა ტიპის სისტემას აწყობთ თქვენ მანქანაში! SQ- Sound Quality თუ ESPL-European Sound Pressure League
1) SQ- არის ნატურალურ ჟღერადობაზე გათვლილი სისტემა(აუდიფილებისთვის)
2) ESPL- არის ძალიან დიდი სიძლიერის სისტემა რომლის მთავარი არსი არის რაც შეიძლება მეტი ხმის წნევის შექმნა(დიდი ხმა+დიდი ბასი) ფასდება ესეთი სისტემები ჩემპიონატზე სპეციალური აპარატურით, და ვინც უფრო მეტ დეციბელს(dB) განავითარებს უფრო კარგია.
თქვენი აპარატურა ნაწილობრივ SQ -სთვის არის, ნაწილობრივ ESPL
1) დინამიკები -SQ ( საკმაოდ კარგი კომპონენტებია და ნატურალური ჟღერადობით გამოირჩევიან)
2) 4 არხიანი გამაძლერებელი ( ამ დინამიკებისთვის სუსტია- ასევე SQ -ზე არის გათვლილი)
3) საბვუფერი- ESPL (თუმცა შეიძლება SQ -ზეც ამუშაო)
4) მონო გამაძლიერებელი-SQ/ESPL (მაგრამ ჟობია ჯერ მოუსმინოთ რომ გადაწყვიტოთ)
თქვენი აპარატურიდან თუ თქვენი მანქანის შეჯიბრზე გაყვანას აპირებთ უნდა გამოცვალოთ მაგნიტოფონი. ცუდი ნამდვილათ არ არის, მაგრამ თუ შეჯიბრს აპირებთ, გირჩევნიათ იყიდოთ ხმის პროცესორიანი აპარატი (ეს თემა ავხსენი წინა ტრენინგზე და მოვასმენინე კიდევაც დამსწრეებს სხვაობა). პროცესორიანი მაგნიტოფონი ძალიან გაგიადვილებთ ინსტალაციას, სცენის და ტემბრალური ბალანსის იდეალურად გასწორებას და ა.შ
1) JVC KDA925BT
2) Clarion CZ702
ეხლა ამ აპარატებზე არის დიდი ფასდაკლება ამაზონზე და სხვა საიტებზე და სანამ კიდევ დარჩა გირჩევთ იყიდოთ. ორივეს აქვს ძალიან კარგი DAC კონვერტორი და საკმაოდ ძლიერი ხმის პროცესორები. JVC-ის აქვს ასევე უნიკალური ფუნქცია- WAV ფორმატის(იგივე უკომპრესო მაღალ ხარისხიანი CD-ს ფორმატი) ფლეშკიდან წაკითხვის.
რმელიც უფრო მოგწონთ ამ აპარატებიდან ის ჩამოიტანეთ, ორივე გამოგადგებათ დამწყებ და საშუალო კატეგორიებში გამარჯვებისთვის.
sxirtllaსანამ რამის კეთებას დაიწყებდეთ ჯობია დაესწროთ ჩვენს ტრენინგებს. თქვენ უნდა გაერკვეთ თუ რა გინდათ და მერე გაცილებით უფრო იაფად და ხარისხიანად ააწყობთ თქვენს სისტემას. აქ დინამიკების ყიდვას რაც შეეხება უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად. 90% აპარატურის რაც აქ იყიდება არ არის რეალური ბრენდის ტარების ღირსი, და სადღაც სარდაფშია აწყობილი. თუ არ ერკვევით ძნელია გარჩევა! სიფრთხილეა საჭირო! ;-)
ასე უნდა გამოიყურებოდეს კარგათ დაყენებული სისტემა
This post has been edited by EMMA GEORGIA on 6 Feb 2013, 22:20
მიმაგრებული სურათი