PITA777აბა რა გითხრა არც ვიცი?

ერთის მხრივ იაფად რაღაცის შეძენის პერსპეკტივა ზოგადათ მომხიბვლელია რამ არის, მეორეს მხრივ კიდევ ის მიდგომა როგორიც ამ აპარატურით გინდათ გააკეთოთ არასწორია!
უკანა მხრიდან წამოსული ხმა არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც ქარაუდიოში შეიძლება დაემართოს კაცს.

რაც არ უნდა კარგი დინამიკები იყოს ისინი მაშინვე კარგავენ ყველა თავის პლიუსებს როგორცკი მსმენელის ყურების უკან აღმოჩნდებიან.
მე გირჩევდით რომ კარგი ფრონტალური დინამიკების შეძენით დაგეწყოთ მაინც აუდიოს აპგრეიდი მანქანაში.
რაც შეეხება თვითონ ხსენებულ აპარატურას:
1) არ არის ცუდი მაგნიტოფონი და ბევრსაც ჯობია კლასში ჟღერადობით (კონკურენტი მარტო ალპაინია პრინციპში), თუმცა არანაირი 50 ვატი არხზე არ აქვს და სტანდარტული 15 ვატი აქვს არხზე ისიც დატვირთვას გააჩნია.

2) დინამიკები: თუ ნამდვილებია მაშინ ჯობია ბაზარზე არსებულ სონებს და კენვუდებს რომ არაფერი ვთქვა NONAME პროდუქციაზე. თუმცა ეს არ არის 90 ვატიანი დინამიკები (ცალი) და თუ სწორად ვხვდები სპეციფიკაციებში არის მითითებული ორივეს სიმძლავრე ერთად 80 ვატი. ანუ ცალი 40 ვატი. აქვს პლასტიკის ფირის მიდრენჯ/ტვიტერ დინამიკი რაც იძლევა ყურისმომჭრელ მაღალ სიხშირეებს. 70 % ჩვეულებრივ იუზერს ესეთი ხმა ძალიანაც მოსწონს და ეს ჰგონია ზუსტად სუფთა ხმა

თუ მაიცდამაინც გინდათ უკანა თაროზე განალაგოთ დინამიკები მაშინ caraudio.ge-ს აქვს მათი უკეთესი ალტერნატივა ALPINE SPG69C3 რომელიც ერთერთი ყველაზე წარმატებულ აკუსტიკათ ითვლება ამ კლასში. თუმცა მე თუ მენდობით მათი ყიდვა ისევე როგორც ყველა ამ ტიპის დინამიკის შეძენა უბრალოთ არასწორი მიდგომაა, და თქვენ ჭეშმარიტ ჟღერადობას კიდევ უფრო დაგაშორებთ.
გამაგებინეთ თუ მოინდომებთ შეძენას (მე არ გირჩევთ

) და როგორც ფორუმელისთვის გავაკეთებინებ დისკაუნტს თქვენთვის.
boosted{}ელიავაზე (გადახურული ახალი პავილიონი) #23 მაღაზიაში აქვთ გადამყვანები. თუ არ ვცდები 10-15 ლარი ჯდება კარგი რომელიც არის.
This post has been edited by EMMA GEORGIA on 4 Jan 2015, 00:10
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)