B@CHIგამოიარე ბოქსში არ გინდა? შევხედავ და გეტყვი რა გააკეთო თორემ ზეპირად ძნელია რამის რჩევა. დღეს 7 შემდეგ ვიქნები იქ
ng571კი, AERO BUTIL და AERO WAVE ჩამოდის:
1) AERO BUTIL- ზომა 460X800, ფასი 25 ლარი
2) AERO WAVE- ზომა 500X800 ფასი 22 ლარი
მანქანას მინიმუმ ჭირდება 2 კომპლექტი ზემოთ ხსენებული დემპინგ მასალების. ანუ ეკვრება ჯერ პირველი და ზემოდან ეკვრება მეორე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცილებთ რკინის პანელების ვიბრაციას და ასევე ხელს უშლით ე.წ მდგარი ტალღის წარმოქმნას. თუ აიღებთ მინიმალურ კომპლექტს ერთი მანქანისთვის შეგვპირდნენ დისკაუნტებსაც. დღევანდელი ინფორმაციით ფასი იქნება 80 ლარი ორივე კარების კომპლექტზე!.
MargalMeატყობ ესეიგი სხვაობას? :-) და ამბობ იმას რისიც ხალხს კიდევ არ ჯერა! არ ჯერათ იმის რომ თუ გინდა კარგი ჟღერადობის მიღწევა მარტო ფრონტალური აკუსტიკა და საბი არის საჭირო! კარგია რომ ეს აქ დაწერე, იქნებ ამან მაინც დააჯეროს ხალხს რომ ქარხნული სისტემა ძირითად შემთხვევებში აწყობილია ყველა აკუსტიკური კანონების დარღვევით:-)
შეაერთე შენი გამაძლიერებელი და გაცილებით უფრო კარგი ხმა გექნება სალონში. უბრალოთ GAIN რეგულატორები თავიდან 1/4-ზე დააყენე მინიმუმიდან და მერე ნელ ნელა აუწიე თორემ დაწვავ დინამიკებს :-)
კროსების ყიდვა არ გინდა რადგან შენ ტვიტერებს უკვე უყენია თავის კროესები და მიდბასს დინამიკს კიდევ არ ჭირდება, ტყვილად ფულს გადაყრი. ასევე ისიც იცოდე რომ კროსოვერი კონკრეტულ აკუსტიკაზე ითვლება და არა უნივერსალური რამეა. როცა შეიძენ მომავალში კარგ წინა ფრონტალურ აკუსტიკას მის კომპლექტაციაში იქნება ყველაფერი :-)
]ЗеaTlESსაღოლ შენ! მაგარი ხარ! მიყვარს შენნაირი ხლხი ძალიან!
მაგრამ ერთი რამე იცოდე! პორტის ზომას და ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მასში იქმნება აეროდინამიკული მორევი რაც ხმის ტალღას უცვლის მიმართულებას პორტშივე და დინამიკის უკუფაზიდან გადაყავს დინამიკს ფაზაში. თუ ფორმა სწორად გათვლილი არ არის მაშინ მორევი არ შეიქმნება პორტში და ის პირიქით არევს დინამიკის ფაზას და რაც უფრო მთავარია არა მარტო ერთ სიხშირეზე. მთელს დიაპაზონში იქნება სხვადასხვა მახასიათებელი და სხვადასხვა სიხშირეზე დააზიანებს ხმას.
მე გირჩევ ეგ ყუთი გაყო ორ დამოუკიდებელ მოცულობათ რაც თითო დინამიკს ჭირდება და გააუქმო პორტი საერთოდ. აი მერე ნახე რა რბილი და გემრიელი ბასი ექნება! :-)
TIALATAშეგიძლია სურათი გადაუღო მაგნიტოფონს? უფრო კარგი იქნება და ქარხნულ სტიკერს გადაუღებ სურათს რომელიც მაგნიტოფონზე კორპუსის უკანა ან ზემოთა მხარეს აკრია ხოლმე.
This post has been edited by EMMA GEORGIA on 24 Jul 2013, 12:15
მიმაგრებული სურათი
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99