თუ მუსიკის მოსმენა გინდა უკანა დინამიკები ზედმეტია მაგ ამბავში... ბევრჯერ ითქვა ამ თემაში. შეგიძლია გადაიკითხო წინა გვერდები.
საერთოდ, კონცერტზე როცა ხარ ხმა მოდის სცენიდან, ანუ წინიდან. მანქანაში დინამიკების უკან დაყენება ისეთი პონტია, კონცერტზე სცენის მიმართ ზურგშექცევით რომ დადგე
საბვუფერი კიდევ შეიძლება, მაგრამ ვოკალი/აკუსტიკა არანაირად

ისე კი პირდაპირ შეერთება არ გამოვა, წინაღობებში არ დაემთხვევა და შეიძლებ რაღაც დაწვა.
ან ხმის პროცესორი დაგჭირდება რომელიც ძალიან ძვირი ღირს.
საერთოდ მანქანის აუდიოდან რეალურად გამოდის ორი არხი მარცხენა და მარჯვენა, როგორც წინ, ასევე უკანა ეს ორივე სიგნალი მიდის. ანუ მაგალითად, წინა მარცხენა და უკანა მარცხენა არხში მიდის ერთნაირი სიხშირის სიგნალი, ასევეა მარჯვენა წინა და მარჯვენა უკანა.
მოკლედ ჩემი რჩევაა დინამიკები წინ დააყენე და უკან მხოლოდ საბვუფერი