რჩევა მინდა თქვენი, არეულ დარეული ვარ ცოტა ვერ მომიფიქრებია რა ვქნა

))
ნორმალური გამავლობის 4X4 მინდა 4K-მდე ფასში.
მთავარი მოთხოვნებია, საწვავის ეკონომიურობა, 100კმ-ზე 15 ლარი დაახლოებით, გამძლეობა და საიმედოობა ქალაქგარეთ და უგზოობაზე, არცთუ ისე ცუდი გამავლობა. ოფფ-ზე არ გავიყვან მაგრამ ბუნებაში, მთაში იქნება თუ სადაც, რომ ვიარო რა.
რამდენიმე ვარიანტი მყავს შერჩეული და პლიუსები და მინუსები რომ მითხრათ.
1) Daihatsu Terios. ეს გერმანიიდან კაი მდგობარეობაში მომივა 4K-ში. ყველაზე ძაან ეს მომწონს, არც გამავლობას უწუნებენ და არც წვას, თუმცა რუსულ ფორუმებზე წავიკითხე, ზოგი ამბობს 7-8 ლიტრას წვავსო, ზოგი 12-ზე მეტსო. აი აქ დავიბენი და რამდენად სიმართლეა მაგან რომ 12 დაწვას? (საკმაოდ ეკონომიურად დავდივარ, 1.6 ასტრას 7-8 ლიტრას ვაწვევინებ

) კიდევ ერთი მინუსი ადგილია სალონში, თუმცა არც ისე დიდი მინუსი, ოჯახი მე არ მყავს და...
2) Honda HRV ესეც უნდა მომივიდეს იგივე ფასში გერმანიიდან. წვაც მემგონი იგივე აქვს რაც ტერიოსს, მაგრამ ამის გამავლობა მეეჭვება.
3) გუშინ მაიაუტოზე ვნახე მიცუბიში RVR-ები. გაზზე 4K-მდე მოდის მარჯვენარულიანები 4X4-ზე. ამ მანქანებზე მაინტერესებს, თუა გამძლე და კაი გამავლობა თუ აქვს.
4) Toyota RAV4 ესეც გაზზე. ამას გამავლობა კარგი აქვს როგორც ვიცი, მაგრამ გამძლეობის და იაფი შენახვის მხრივ როგორ არის?
5) სუბარუ ფორესტერი (უტურბინო) ეს დიდად არ მომწონს, გამავლობაც არ აქვს ისე დიდი და არც ისე იაფი შესანახი იქნება.
6) Pajero Junior ამ მანქანაზე ვფიქრობდი თავიდან, მაგრამ ეს ძაან პატარაა და გადავიფიქრე.
7) Kia Sportage ამ მანქანაზე არაფერი არ ვიცი. აქვს რამე პლიუსი?
სხვა ვარიანტები თუა კიდევ რამე? ან ამ მანქანებზე რას მეტყვით, პლიუსები და მინუსები რა აქვს?
კიდე დავაზუსტებ რომ მთავარია გამძლეობა, ცოტა წვა და კარგი გამავლობა, მაგრამ მთლად სამურაის ნუ შემომთავაზებთ

საჭეს რაც შეეხება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მაინც ძირითადად ტრასაზე მომიწევს მოძრაობს უფრო და მარცხენას ცოტა უპირატესობა აქვს.
4K მაქსიმუმია ჩემი ბიუჯეტის