ე.ი ძვირფასო მეგობრებო, ოფიციალური განცხადება Bmw E30&E36 კლუბების, ასევე გორის ავტომყვარულთა კლუბის.
პირველ რიგში ვისაც დიდი ტექსტის კითხვა გეზარებათ შეიგიძლია მხოლოდ პირველი ორი პუნქტი წაიკითხოთ შესაბამისად ცოტა უკუღმა დავიწყებ იერარქიას:
4 ეტაპიმთავარი თემა რომელიც დარმწუნებული ვარ ყველაზე პოპულალური იქნება ეს არის მე-4-ე ეტაპი და მისი სირთულე, ჩამოგიყალიბებთ ყველაფერს:
1)კი გეთანხმებით რთული იყო
2)კი გეთანხმებით პირველი სამი ეტაპის მერე ცოტა შოუს და სიამოვნების სახე დაკარგა.
მაგრამ გთხოვთ თქვენც დამეთანხმოთ:
მაქსიმალურად ვეცადეთ ძალიან ბევრი გამოძახილის მერე რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი მხოლოდ დონატი და უაზრო საბურავების წვა, სხვათაშორის პირველად საქართველოში მსგავსი რამ გავაკეთეთ ჩვენ, ვისთვის ცუდი - ვისთვის დასაფიქრებელი, დავაგეთ გზა, რომელზეც წინასწარ ვიცოდით რომ ძალიან ბევრს გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს ფინალია, რომელშიც საბურავის წაურტყმელად და ეგრევე სუფთად ფინიშზე მისვლა - არის ძალიან ბანალური ჩემი აზრით ბევრი არ ემხრობით ამას.
თავიდანვე მეხუთე სერიის bmw ზე და სილვიაზე( პირველად სანამ სატესტო ვალაგებდით )
ზომები ავიღეთ და მაქანა ნამდვილად +1 მტერა ადგილზე იყო.
აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსხვავებული და გამოჩნდა კიდეც - ზოგის რულის ტრიალის პრობლემა, ზოგის გზის დამახსოვრების პრობლემა და სხვა.
შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენ და ჟიურის წევრებმა რომ დავინახეთ, მაქსიმალურად ვეცადნენ რომ ვისაც ეკუთვნოდა ყველასთვის დაეწერათ ქულები.
ასე რომ დიდ ბოდიშს მოგიხდით თუ მეოთხე ეტაპი ასე რთულად ვქენით და სიამოვნება ვერ მიიღეთ მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს ასე რომ ყველამ გაიაზრეთ ყველაფერი კარგად, ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ჩვენც თქვენსას აუცილებლად გავითვალისწინებთ.
დროის ფაქტორიეს იყო ჩვენთვის მორიგი მტკივნეული თემა, შეგვექმნა პრობლემა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ვერ მოვასწარით Freestyle Drift-ს ჩატარება, რადგანაც დაგვაკლდა ზუსტად 30 წუტი სხვადასვა გარკვეული მიზეზების.
კი ჩვენ ვარქმევთ ამას შეცდომას, რომ 5 საათის ნაცვლად გვეთხოვა 6 რა მოხდებოდა???
მაგრამ რეალურად მართლა ვასწრებდით და დამეთანხმებით ყველა დაგვაკლდა ცოტა დრო რომელიც საპატრულომ არ დაგვითმო, ბევრს გეცოდინებათ რთულია საკმაოდ როდესაც ამდენ ტრაექტორიას ალაგებ, საჩვენებელს აკეთებ, ბევრ მონაწილეს უშვებ და ჯერ 2 ეტაპს 25 მონაწილეს ატარებ და შემდგომ კიდე 2 ეტაპს 15 მონაწილეს, ასევე ბავშვი ცუდად რომ გახდება და სასწრაფო დახმარების მანქანა რომ შემოვა მის დასახმარებლად - კი, ალბათ დამეთანხმებით რომ ბოლომდე დამნაშავეები არ ვართ.
Gelashvili Performanceმოგეხსენებათ Freestyle Drift-ის სპონსორი იყო Gelashvili Performance:
როდესაც გავიგეთ რომ ვერ ვასწრებდით - ძალიან ძალიან უხერხულში ჩავარდით და + თუ დავამტებთ რომ 2 გამარჯვებული გვყავდა თანაბარი ქულებით და მესამე ადგილოსანი ცალკე, საერთოდ დავიბენით - ამ დროს ამ ადამიანებმა კერძოდ სოფიმ და გიომ ისეთი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს რომ, მთელი კლუბი გაგვაოგნეს თან მოულოდნელი აქამდე უცხო ინფორმაციით:
პირველ 2 ადგილოსანს იმის ნაცვლად რომ ერთი საჩუქარი გადაეცათ (რომელიც იყო ძალიან კარგი ბრენდის ბენზონასოსი) ზემოდან დაამატეს უფასო ე.წ „ნასტროიკა“ გიორგი გელაშვილის მიერ. საერთო ჯამში ამ ადამიანებმა ძალიან ძალიან დიდი დასპონსორება გაგვიწიეს ფინანსების მხრივ, და ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს გვერდში დგომით.
უდიდესი მადლობა მათ
თანაბარი ქულებიროგორც ველოდით დაფიქსირდა თანაბარი ქულები და ასევე დროის ფაქტორის გამო ვერ მოვასწარით დამატებითი ეტაპის დანიშვნა მაგრამ აქაც კვლავ მეგობრული ატმოსფერი შეიქმნა და იმის ნაცვლად რომ თანხა ფულადი ყოფილიყო 150-100-50 ლარი გადანაწილდა შემდეგნაირად:
1 ადგილი - 125 ლარი + Gelashvili Performance საჩუქარი
2 ადგილი - 125 ლარი + Gelashvili Performance საჩუქარი
3 ადგილი - 50 ლარი
ჟიურიაი აქ კი ჩემიძლია უკვე განვაცხადო რომ მივდივართ როგორც იქნა იმ ეტაპზე რომ მაქსიმალურად შემცირებული იყოს უკმაყოფილო მონაწილეთა/მაყურებელთა/გულშემატკივართა რაოდენობა.
როგორც წინასწარ ვთქვი, 100% კმაყოფილი არასოდეს იქნება, მაგრამ ჩვენი აზრით ამ ღონისძიებით ჩვენ ეს მინიმუმამდე დავიყვანეთ.
რომელიც რათქმაუნდა ამ ხალხის დამსახურებაა რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან და გვერდში გვიდგანან:
1) აკაკი ხმალაძე
2) დავით იარღანაშვილი
3) უჩა ანჯაფარიძე
4) ვასკა ხაჩიძე
5) გიორგი გვენეტაძე
უდიდეს მადლობა თქვენ ხალხნო.
გორის ავტომოყვარულთა კლუბი:ე.ი მეგობრებო, ფაქტიურად ამ ადამიანების გარეშე წარმოდგენა რთული იქნება თუ რა გამოვიდოდა და რა არა, ადამიანები რომლებიც ძალიან, ძალიან, ძალიან გვერდში დაგვიდგნენ, უერთუგელი და უაღრესად დასაფასებელი ხალხი.
ტრაექტორიების შექმნიდან დაწყებული ჟიურის მაგიდამდე და საბურავების მოტანამდე დამთავრებული კიდე მილიონი პუნთქი ამ ხალხის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მათ რომ ესე გვერდში გვედგნენ.
დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო.
ხალხის გადმოსვლაე.ი , აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ, საკმაოდ რთულ გარემოში (ნუ ტრეკზე ვიცით ხო მაგარია მაგი პრობლემა არაა), შევძელით რომ მაქსიმალურად თავიდან აგვეცილებინა და შეფერხება არ გვქონოდა შეჯიბრის დროს და ჩვენ ეს საკმაოდ კარგად შევძელთი ერთად ყველამ, რათმქუნდა იყო იგივე პრობლემები როგორც აქამდე - გადადი, გაიხედავ ყველა უკანაა, გადმოდი და ა.შ. მაგრამ ძალიან მინიმუმამდე დავიყვანეთ ამ გარემოებაში.
ფოტო/ვიდეომაქსიმალურად მალე ვეცდებით რომ ლამაზ ფორმაში, ყველანაირი ფოტო და დამონტაჟებული ვიდეოები დავყაროთ.
და ბოლოს
BMW E30 & E36 CLUB GEORGIA-ს წევრებო, თვალებს არ ვუჯერებდით როდესაც ერთმანეთს ვუყურებდით და ყველა რაღაც საქმეში იყო ორგანიზებულად ჩართული, პირველი საჯარო ღონისძიება. თვალებს არ ვუჯერებდით რომ მორჩებოდა ტრაექტორია და უცებ შემოცვივდებოდა ყველა გადავალაგებდით და უკან გავრბოდით პოზიციებზე, ასევე გასაოცარი იყო როდესაც ღონისძიება მორჩა დაღლილები და არაფრის თავის მქონე ბიჭებმა მთელი გზა დავასუფთავეთ ძალიან მოკლე დროში:
უღრმესი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ვინც კი წვლილი შეიტანეთ ამ ყველაფერში.
ვულოცავ გამარჯვებულებს და ესე გაგეგრძელებინოთ

p.s (გიორგი ხინთიბიძე) ჩემი პატარა დანართი:
ვისაც შეგიძლიათ და გაიძახით ხმამაღლა (მოვკარი ყური) რომ მაგარი რაღაცეების ჩატარება შეგიძლიათ, ვისაც არ მოგწონთ ჩვენი კლუბების მონდომება და მხოლოდ ცუდს ეძებთ, ვინც აღარ იცით საით გაიქცეთ ან გამოიქცეთ ან ვინც საერთოდ არ იცით რა გინდათ გეტყვით: ძალიან ბევრი ლამაზი ადგილებია ქვეყანაში.
This post has been edited by mrxinto123 on 15 Apr 2013, 01:20