მეგობრებო, როგორც ყოველთვის ჩვენი ღონისძიების, ამ შემთხვევაში წყვილთა რბოლის მოკლე ანალიზი.
ვისაც დეტალური ინფორმაცია არ გჭირდებათ შეგიძლიათ პირველი აბზაცის იქით არ წაიკითხოთ

:
==================
==================
იმას თუ ღონისძიება როგორი გამოდგა ჩვენ არ შევაფასებთ, მაყურებლები და მონაწილეები თავად იყვნენ ამ ყველაფრის მომსწრენი. 56 მრბოლელი დარეგისტრირებული, აქედან 32 უკანა წამყვანი თვლების

ძალიან ძალიან კარგი ციფრებია და უღრმესი მადლობა თითოეულს.
რაც მთავარია: არანაირი ექსცესები, არანაირი გაუგებრობები, არანაირი დარღვევები.
უდიდესი მადლობა პირველ რიგში თითოეულ გამომსვლელს, ძალიან, ძალიან მოხარულები ვართ ამ წამებშიც, რომ ესე დაგვაფასეთ.
ჩვენ წარმატებით ჩავთვლით ღონისძიებას თუ მასში მონაწილე მრბოლელება სიამოვნება მიიღეს - რაც ყველას სახეზე ისედაც ნათელი იყო.
დიდი მადლობა ყველა კეთილის მსურველნო - თქვენს გამო ყველაფერს ვიზამთ.
დიდი მადლობა ყველა ცუდის მსურველნო - თქვენს გარეშე ასეთი ძლიერები ვერ ვიქნებოდით.
========================
მიმდინარეობა:
========================
სტარტი როგორც ვთქვით ავიღეთ 12:15, გახსნა წინა წამყვანმა თვლებმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 16 მრბოლელი, კვალიფიკაციის მერე გადავიდა 16 ვე მრბოლელი.
გამარჯვებულები:
1. ბესიკ კაპანაძე
2. გიგა ბიძინაშვილი
3. გიორგი ხატიაშვილი
ვულოცავთ მათ.
შემდგომ მოყვა 4x4 კლასი, სადაც სულ 8 მონაწილე გამოვიდა შესაბამისად იარეს კვალიფიკაცია და 8 ვე გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
გამარჯვებულები:
1. ვანო მძელური.
2. სოფი ხოჯავა.
3. ზაქრო ნოზაძე.
ვულოცავთ მათ.
ამის შემდგომ მოხდა დაჯილდოება, დავაჯილდოვეთ ზემოდაღნიშნული 2 კლასის გამარჯვებული რის შემდგომაც:
დაიწყო RWD, გამომსვლელთა რაოდენობა 32

წესების მიხედვით უნდა გადასულიყო 16 მანქანა(ვინაიდან რაოდენობა დიდი იყო გამომსვლელების), ღონისძიებას ჩვეულებრივ დაახლოებით 5 საათისთვის მოვრჩებოდით.
მაგრამ E30&E36 კლუბებმა გადავწყვიტეთ რომ, რადგანაც იყო მოყვარულთა შეჯიბრი, რადგანაც იყო ჩვენი დებიუტი ტრეკზე ღონისძიების ჩატარების, რადგანაც იყო დიდი დაფასება დაინტერესება - დარჩენილი 16 მანქანა 2 გასვლის ამარა არ დაგვეტოვებინა და გადავუშვით კვალიფიკაციის შემდგომ ეტაპზე 32-ვე მანქანა

დიახ სწორად გაიგეთ 32

გავრისკეთ, ვინაიდან ტრეკთან გვქონდა დიდი პასუხისმგებლობა აღებული, თუმცა ტრეკისგან არანაირი პრობლემები არ შეგვექმნა და უღრმესი მადლობა მათ.
შეჯიბრი დასრულდა 21:30 ზე.
გამარჯვებულები:
1) სოსო დათიაშვილი.
2) დათო ფხალაძე.
3) თენგო გოგილაშვილი.
ვულოცავთ მათ.
=========================
========================
ძალიან დიდი მადლობა:
========================
1)პირველ რიგში კიდევ ერთხელ - ყველა მონაწილეს.
2)ჩვენ საკმაოდ ერთგულ მაყურებლებს.
3) სპონსორებს, რომლებიც მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ: OTOGeorgia, Beser, FG energy
4)რუსთავის ავტოდრომის ადმინისტრაციას - რომელთგანაც ყურადღება არ მოგვკლებია.
5)მევლუდ მელაძეს, ლადო გუდაძეს და ხათუნა ჯულაყიძე-ს.
6)ჩვენ შეუცვლელ წამყვანს სოფის

7)დიდი მადლობა თითოეულ კლუბს რომლებმაც დაგვაფასეს და ოფიციალურად მოვიდნენ
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მოსამზადებელ პერიოდში დაგვეხმარნენ, ჩვენ ოპერატორს, პროდუსერს, გრაფიკოსს 8) და მონტაჟისტს რომლებიც დაგვეხმარნენ და გადაგვაღებინეს-დაგვამუშავებინეს კლიპი, ასევე იმ გოგოებს ვინც მონაწილეობა მიიღეს მასში

9)და ნუ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მადლობა თითოეულ e30&e36 კლუბების წევრებს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს და 56 მრბოლელის წარმატებით დაფინიშება მოახერხეს

ძალიან მალე, ვეცდებით, რომ კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება შემოგთავაზოთ, გაგართოდ და გაგიხალისოთ თუნდაც 1 დღე თქვენ ცხოვრებაში.
თქვენ ჩვენი სტიმული ხართ

დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)