არ გეკამათები ყველას თავის აზრი აქვს, უბრალოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ, სწორედ ეგ ხრეში იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ მეტი სამუშაო იყო, მეტი ყურადღება იყო საჭირო და შეცდომის დაშვების უფლებას არ გაძლევდა.
მსგავსი ტიპის რბოლები რომ ავიღოთ უცხოეთში იქ სპეციალურად ყრიან ხოლმე ხრეშს და გრუნტის გზასაც ურევენ რომ საყურებლად და სატარებლად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იყოს. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია და შენ რა თქმა უნდა შენი აზრი გაქვს არ გეკამათები თემო
Otkaდიდი მადლობა ოთარ დადებითი შეფასებისთვის
tornike-404kupolaსპასიბა ჯორჯ ძმა

ესეც ნახევარ ფინალის ვიდეო ალეკო ეზუგბაიასთან.
P.S. ჩემი სუბიექტური აზრით (და ვფიქრობ რომ ობიექტურადაც ასეა) რუსთავის პარნები ცოტა მოწყდა მაყურებელსაც და რეალობასაც. ჯერ ერთი გინდა თუ არ გინდა 1 დღეში უნდათ მოასწრონ ყველა კლასი და მიუხედავდ იმისა რომ განრიგით კვადროები მეორეები იყვნენ წინა ვიდუშების მერე, მაინც ღამეში მოგვიწია სიარული 4X4 კლასს მთელი დღის გაუთავებელი ლოდინის მერე

გარდა ამისა მაყურებელი სააერთოდ არ იყო. თუ ვინმე იყო ეს ის ხალხია ვინც ვიღაცას გამოყვა და ა.შ... ჩვეულებრივი მაყურებელი არ დადის საერთოდ.
და გარდა ამისა გზები თვითონ იმდენად მოსაბეზრებლად ლაგდება რომ არც საყურებლად არის კარგი და არც სასიარულოდ..... გარდა ამისა ამ ვარჯიშის თემამ რაც რუსთავში არის და ნავარჯიშებ გზაზე სიარულმა ძალიან გააძვირა ისედაც ძვირი ავტოსპორტი და გამოდის რომ ერთი ვარჯიში მარტო ბენზინი გიჯდება 100 ლარი და თუ გინდა რომ მოიგო 2ჯერ მინიმუმ უნდა ივარჯიშო. პლუს ამას ვარჯიშზე გაცვეთილი საბურავი და რუსთავში ჩასვლა ჩამოსვლა რომ დავუმატოთ გამოდის რომ ერთი რუსთავის პარნი ჯდება სადღაც 300-400 ლარი ყველაზე ცოტა და პრიზი რა არის???? სიგელი და მედალი მხოლოდ!
მაშინ როცა გუშინდელ პარნიზე დამეხარჯა ჯამში 30 ლარი.
მგონი ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს და რაც მთავარია ყველა მონაწილე იყო თანაბარ პირობებში და არა ისე, რო ვიღაცამ ბევრი ივარჯიშა იმიტომ რომ ბევრი ფული და დრო აქვს და ვიღაცამ ვერ ივარჯიშა და ამის გამო უნდა წააგოს, ან მოიგოს....
კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ხოდა ამ ყველაფრის მერე ძალიან სასიხარულოა განსხვავებული ფორმატის პარნის ჩატარება და მინდა ვთქვა რომ მაყურებელიც ბეევრად ჩართულია ასეთი ტიპის შეჯიბრებზე რაც გუშინ ჩატარდა, რიგითი მაყურებელიც უფრო ბევრი მოდის და სასიარულოდაც ბეევრად კარგია საინტერესო გზაზე, თუნდაც დარუჩნიკება, თუნდაც ხრეში ეს ყველაფერი ქმნის სანახაობას და საბოლოო ჯამში ავტოსპორტის პოპულარიზებას ემსახურება!
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და დიდი იმედი მაქვს რომ მომავალშიც გააგრძელებთ ბიჭებო იგივე შემართებით, ღმერთი თქვენსკენ!
P.P.S. თუ საიდუმლო არ არის გზა ვინ დააწყო??? ძაან ჭკვიანურად იყო დაწყობილი კსტატი მაგ ტერიტორია რის საშუალებასაც იძლეოდა მაქსიმალურად იყო გამოყენებული ფართიც და საინეტესოდ იყო მოფიქრებული კონფიგურაცია

ბოდიში ცოტა გამიგრძელდა წერა...
This post has been edited by nikaloza on 18 Nov 2013, 02:45
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს გულით, ელემენტარული იმიტო რო სახლში ჯდომით და კლავიატურაზე გაზაობით არ მოუგია და სანამ საქართველო შურით, ბოღმით და დეზლით იქნება სავსე იქამდე არაფერი გვეშველება... (Patkach)