ეს არ მესმის

რეგულარი რატო ნიშნავს ცუდ ბენზინს?

რეგულარი, პრემიუმი და სუპერი ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდება რომ ოქტანობა აქვთ სხვადასხვა, ანუ შეკუმშვის ხარისხის ფეთქებადობაზე დამოკიდებულება.
ამერიკაში არის შემდეგი ოქტანობები: 87, 89, 91, 93 რაც ჩვენი შკალით არის იგივე 91, 93, 95/96, 98
უმეტესი ამერიკული მანქანები მუშაობს 87 ოქტანობაზე, რომლის ანალოგი არის 91 ანუ ბაქოს რეგულარი. სხვა რეგულარი არა მგონია აქ ვინმეს შემოქონდეს.
იქიდან გამომდინარე რომ ბაქოს რეგულარი არის ნაგავი ბენზინი თავისი შემადგენლობით, ჯობია დავეძალოთ ამ დროს 93 ოქტანობას, რომელიც იდეაში არ ჭირდება იმ ამერიკულ მანქანას, თუმცა knock sensor (კალენვალის დატჩიკი) დაარეგულირებს თვითონ და ასე ვთქვათ ძრავს გადაიყვანს სხვა რეჟიმში.
ეგრე ტიპმა ჩამოიყვანა ამერიკიდან სულ ახალი Range Rover 2009 წელს და აქაურ Ford-ის ცენტრში ვიღაც პიტალომ უთხრა ეგ ამერიკული მანქანაო და ყველაზე ბანძი რეგულარი ჩაასხიო. მანქანა ეგრევე მოკვდა, მერე გაწმენდა დაჭირდა საწვავის სისტემას.