ინტერნეტში სანამ განათავსებ აუცილებლად უნდა გარეცხო და გააპრიალო კარგად.
შემდეგ კარგი სურათები გადაუღო, კარგი განათებით და რაკუსით. ფონით და ასე შემდეგ. არც ერთ შემთხვევაში არ გადაიღო სურათები პროფილაქტიკაში, ელიავაზე ან მოასფალტებულ მოედანზე სადაც ნადრიფტავები ეტყობა, ან ხრეშიან ორღობეში

ეცადე სურათი იყოს ქალაქის, კარგად მოასფალტებული გზის ფონზე, რაც მოწმობს რომ მანქანა კარგ პირობებში იყო ნახმარი და სოფლის ორღობეებში არ დადიოდი.
ბევრი სურათი არ გჭირდება, თითო გვერდიდან თითო გადაიღე და 1-2 სალონი და 1 იც ძრავი. სულ ესააა...
როდესაც მონაცემების ჩაწერას დაიწყებ, დარწმუნდი რომ ყველაფერს სწორად ავსებ. არ დაუშვა შეცდომები. ეს მოწმობს იმაზე რომ ვერ ერკვევი მანქანებში და თანამედროვე ტექნოლოგიებში და შესაბამისად ვერც მანქანას უვლიდი ნორმალურად.
გამოშვების წლები, მონაცმები ყველაფერი კარგად ჩაწერე და აღწერაში მოკლედ და ლაკონურად მიუთითე რაც ჭირს.
არც ძაან გააბუქო და არც სიმართლე არ დამალო. თუ წერა არ გინდა მიანიშნე რომ დეტალებზე ტელეფონზე გაგესაუბრებითთქო. აუცილებლად დაწერე რომ არანაირი პრობლემა არა აქვს და შეუძლიათ შეამოწმონს სადაც უნდათ!.