#52082361 · 29 Jan 2018, 13:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
<GladiatoR>
QUOTE | დიდი ხანია რაც გყავს?
|
2 წელზე მეტია რაც მყავს
2008
QUOTE | რამდენად კმაყოფილი ხარ? |
ეგ ცოტა ზოგადი შეკითხვაა. გააჩნია რას ითხოვ მანქანისგან და რისთვის გჭირდება. ხმის იზოლაცია საერთოდ არ აქვს, კომფორტი არ აქვს, ხილვადობა ცუდი აქვს სტოიკები აყენია სქელები და ცუდად, მოსახვევში ან თავი წინ უნდა გადაყო ან უკან გამოწიო და გვერდითა ფანჯრიდან დაინახო გვერდიდან მომავალი მანქანა ან რამე, ეგ ჩემთვის დიდი დისკომფორტია, ბატარია თუ დაგიჯდა ძაან მკვდარია. დადებითს რაც შეეხება რბილია, ეკონომიურია, ვიდზეც პრიუსს ბევრად ჯობია. მე პირადად საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ.
QUOTE | ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება? |
საპრობლემო არაფერი აქვს რავი, პერედოკი გამძლეა, ძრავიც გამძლე აქვს.
ყურადღება პირველ რიგში ბატარიას უნდა მიაქციო. ბატარიების კარგიანობა არ მოწმდება არანაირი დიაგნოსტიკით. უნდა დაიშალოს და შემოწმდეს ტევადობაზე, ანუ უნდა დაიტენოს მოხსნილ მდგომარეობაში, მერე უნდა ჩაურთო რამე წინაღობა, ნათურა მაგალითად და დაინიშნო ყოველ 2 საათში ტევადობა რამდენით შემცირდება. საბოლოოდ რა შედეგსაც მიიღებ იმას შეადარებ ქარხნულ მონაცემებს და მიხვდები ბატარია რა მდგომარეობაშა და რამდენი ხანი გაქაჩავს კიდე. მაგ პროცედურას ჭირდება 3-4 დღეე დაახლოებით. (2 დღე დატენვას უნდა და 2 დღე დაცლას) საკმაოდ შრომატევადია. ან კიდევ 1-2 დღეე რო გაატარებ მიხვდები როგორ ეხმარება ბატარია მანქანას და რამდენად მალე ჯდება და იცლება. ამ ყველაფერს ვაკეთებ მე თვითონ და გავდივარ ფონს, გაფუჭებულს ბატარიებს ვყიდულობ ან ძირითადად მჩუქნია, ვშლი და რაღაც გამომდის საბოლოო ჯამში. ანუ მე არაფერი არ მიჯდება მაგისი გაკეთება. ახალი რომ იყიდო 1500$ ღირს. აქ იყიდება მეორადება, ინსაითის ბატარიები. ინსაითი გამოდის 2011 წლიდან, ანუ ახალი მანქანებია და მაგის ფონზე ბატარიები ჯერ კიდევ ვარგა თუმცა ინსაითის ბატარიები რომ დააყენო მაქსსიმუმ 3 წელი გაძლოს. 900 ლარად აყენებენ.
ეგ ბატარია ძლებს 10 წელი დაახლოებით, რა სვეჟიც არ უნდა იყოს მანქანა ფუჭდება რადგან განიცდის სულფიდირებას. გარბენი არ მოქმდედებს არანაირად ბატარიის კარგიანობაზე. მანქანა თუ უძრავად იდგა 3-4 თვე ეგ აფუჭებს ბატარიას ყველაზე მეტად, რაც უფრო მეტს მუშაობს და უკეთ გრილდება დიდხანს ძლებს. ისევე როგორც ჩვეულებრივი მანქანის აკუმლიატორი, დიდი ხანი თუ დატოვებ დაუქოქავს მანქანა მოკვდება სულ.
burzgla
პარაშუტი არ გაეხსნა
|