ბათუმის სიტუაცია არ მომეწონა. სასტავი ზის და იფხანენ, 6 საათზე იქ ვიყავი უკვე, გადავიხადე, ავიღე რიგის ნომერი და შლაგბაუმთან 3 საათი ველოდე მანქანას, ვერ პოულობდნენ, გამოვიდნენ მერე რა ფერია, როგორ გამოიყურებაო, შასის ნომერი არ ქონდათ, შევიდნენ მერე იპოვეს.
შლაგბაუმთან რო მოყავთ მანქანები აქრობენ, უთხარით რო არ ჩააქრონ თორე მოგიწევთ მერე წვალება, იქვე უდგათ აკუმლიატორი კლემებით, მარა დამჯდარია, ვერ ქოქავს მანქანას, გზის მეორე მხარეს დგანან ტიპები და 5 ლარად აქოქინებენ, შთაბეჭდილება რჩება ისეთი რო ერთმანეთს "ხელს ბანენ"
საბურავები გადაამოწმეთ მოხსნილი და დაყენებული არ იყოს, ბოლტები იქნება კარგად დასაჭერი.
დაქოქილზე არ ვიცი როგორ შეძლებთ, მარა ზეთი უნდა გადაამოწმოთ, მანქანა ვიზუალურად დაათვალიეროთ, ზაპასკა აქვს თუ არა ადგილზე, მოკლედ ყველაფერი შეამოწმეთ, დარწმუნდით რომ ისაა რაც გამოიწერეთ და შემდეგ გამოიყვანეთ, არ ჩააქროთ ოღონდ თორე მოგიწევთ წვალება კლემების გადაერთებაზე. თუ იცით რო ბენზინი არ დგას, ჯობია რო თან იქონიოთ ჭურჭლით
ჰო, კიდე ყოვლად საყვარელი - "ქართული ნაცნობობის პონტებს" უხვად იხილავთ, იქ შემოსავლების სამსახურის საძმაკაცო გაიჩითებიან და ურიგოდ გამოიყვანენ მანქანებს, მაგაზე შეგიძლიათ სხვაგან გაიხედოთ

), უბრალოდ საყლევეთია , მეტი არაფერი
მე პირადად ფოთი მირჩევნია, წინა მანქანა ფოთში ჩამოვიდა და მე შემიყვანეს მანქანასთან, სანამ დავქოქე ჩავიხედე მატორში, ზეთი ვნახე, რავიცი შევხედე ქვეშ, დავრწუნდი რო შეიძლებოდა დაქოქვის მოსინჯვა და მერე გადავატრიალე გასაღები, მანდ შევლენ, თვითონ დაქოქავენ, და გამოგიყვანენ, ჰო თუ სპორტული მატორი დგას მანქანაში არ გაგიკვირდეთ თქვენი მანქანა რო ადრიფტაონ

)
მოკლედ, ძალიან არ მომეწონა ბათუმის მომსახურება.
წარმატებები ყველას
This post has been edited by m_lash on 8 Feb 2016, 14:59