#48066031 · 11 Jun 2016, 23:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ დღეებში იმართება (ხვალ იყო დაგეგმილი და გადაიდო ამ ამბების გამო) შეჯიბრება,ბმვ ქლაბ ჯორჯიას წევრები მონაწილეობენ,dappers club Georgia,ზვიადის ხსოვნას მიეძღვნება როგორც ვიცი,ყველა კლუბის წევრს დღეს სტიკერები ჰქონდათ მანქანაზე გაკრული (ზვიკას სერია და ნომერი). ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ამბავი,ამდენი ადამიანი,გონშიკი თუ პოლიციელი რომ იდგა ერთმანეთის გვერდით და ტიროდა.ტიროდა იმიტომ რომ მართლა ძალიან ძალიან კარგი ადამიანი იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო,მართლა ასეთად დაიბადა,კეთილშობილად.რაც თავი მახსოვს სულ ასეთი იყო და მიხარია რომ ამდენ ადამიანს დაუნახავს მისი კეთილი და ყოველთვის დადებითი ემოციებით სავსე თვალები.ჩემთვის სულ ასეთი იქნება. დავკრძალეთ დღეს,ნელნელა ვეგუები.ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. აქამდე ვის უსწავლია სხვისი მაგალითით ჭკუა? არც არავის.ასე რომ არც არაფერს ველოდები. ღმერთმა მშვიდობის გზაზე გვატაროს ყველა. მადლობა ყველას,ტკივილის გაზიარებისა და მოსამძიმრებისთვის. თემას ვხურავ.
This post has been edited by narkozeli on 12 Jun 2016, 00:34
--------------------
What Goes Around Comes Around : )
|