რამდენჯერაც ვყოფილვარ თუშეთში იმდენჯერ დელიკით მხოლოდ.
გააჩნია ამინდს და სეზონს რა თქმა უნდა. თავიდან გზა რომ იხსნება, სეზონის გახსნას ვეძახით მაგას, უფრო რთულია სასიარულოდ, ყოველ წელს იცვლება გზა, სხვანაირად ჭრიან, შეიძლება სეზონის გახსნაზე რომ წახვიდე იმის მერე ზოგ ადგილებში ჩამოწვეს მიწა, ჩამოიშალოს კლდე და მეორე წასვლაზე სხვანაირად დაგხვდეს გაჭრილი გზა )) ნუ ძირითადი მარშუტი არ იცვლება რა თქმა უნდა.
ცერამდე (აბანოს უღელტეხილი 2950 მეტრი ზღვის დონიდან) სულ აღმართებია და ძალიან ხშირია წყლის ადუღება, თან გზის მდგომარეობასაც გააჩნია, თუ ცუდი ამინდია ხო საერთოდ. ღოღვით მიდიხარ. სულ რაღაც 200 კმ-მდეა და გჭირდება 7-8 საათი ომალომდე. ძალიან ფრთხილად უნდა იყო საბურავების ამბავში, ბრიტვასავით ბასრი ნაშალია და საკმაოდ გამოცდილ მძღოლებსაც კი გაუფუჭებიათ საბურავები, შევსწრებივარ. ომალოდან ორ ხეობაში მაინც უნდა გადახვიდე სოფლების სანახავად, აბა მარტო ომალოსთვის ხომ არ ჩადიხარ, გზა საკმაოდ ცუდია იქაც. მოკლედ კაი გამოცდილი მძღოლი უნდა იყო და მანქანაც სანდო და გამართული უნდა გყავდეს. ხო კიდე რამდენჯერაც ვყოფილვარ ტალახი სულ დამხვედრია, შანსი არაა რომ არ იწვიმოს რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც და ბევრ ადგილას თიხაცაა, კარგადაც გვისრიალია ტალახში ))
ნისლშიც მოვყოლილვართ უკანა გზაზე, ისე რომ გზაზე ვერაფერს ხედავ ფაქტიურად... საკმაოდ ჟუტკია. მოსახვევებია ისეთი რომ სიგნალით უნდა შეხვიდე წინიდან რამე რომ მოდიოდეს გააფრთხილო, ადგილებია სადაც ორი მანქანა ვერ გაეტევა და უნდა აკონტროლო ცოტა შორი მანძილიც, რომ წინასწარ დაიჭირო თადარიგი და გაჩერდე გასატარებლად.
ვულკანიზაცია რა თქმა უნდა არ არის იქ. სოფლებია ერთმანეთისგან მოწყვეტილი კილომეტრობით მანძილზე, ზოგან 2-3 ოჯახი რომ ცხოვრობს მარტო თან.
საწვავს რაც შეეხება თბილისიდან სავსე ბაკით, მერე ბოლო კალონკაზე ბაკის გადავსება და პლიუს 20 ლიტრიანით ყოველთვის მიგვაქვს. ხიდებს რთავ უეჭველი, არ უნდა გარისკო და საკმაოდ ბევს წვავს თან დატვირთული რომ მიდიხარ ხალხით და ბარგით.
და ბოლოს, სად არ ვყოფილვარ , მაგრამ ეგეთი სილამაზე არსად არ მინახავს, ულამაზესია თუშეთი, ჩემთვის N 1 ადგილი საქართველოში, არცერთ მხარეს ეგეთი შთაბეჭდილებები არ დაუტოვებია, რაც უფრო მეტჯერ ჩავდივარ, უფრო გაათმაგებული შთაბეჭდილებებით ვბრუნდები თბილისში, არასდროს რომ არ მოგბეზრდება რა, სულ სხვა სამყაროა. ყველაზე მეტად შემოდგომის თუშეთი მომეწონა, ულამაზესი ფერებია მაგ დროს, სეზონის დახურვაზე დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან რა.
პ.ს ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება გზა, მაისის ბოლოს ველოდებოდი როგორც წესი, მაგრამ წელს გვიან იხსნება როგორც გავიგე ივლისის დასაწყისშიო

საკმაოდ ცუდადაა ერთ ადგილას გზა ჩამოშლილი და ვერ წმენდენ ჩვენები, გერმანელები ჩამოჰყავთ როგორც გავიგე, თუ სიმართლეა.
ესეც ჩემი გადაღებული გზის ფოტო შარშანდელი სეზონის დასაწყისი...
მეორე უკვე შემოდგომაა

This post has been edited by Kandinskaia on 17 May 2017, 01:58