

სამწუხაროდ ხალხი უცოდინარია და მხოლოდ მოდას მიყვება! რასაც ერთი იყიდის ის უნდა მეორესაც, რადგან არ უნდა წაიკითხოს წიგნი/საიტი/ავტოჟურნალი და იპოვოს ის რაც მისთვის ყველაზე მისაღებია.! რასაც ძმაკაცები ურჩევენ ან ვიღაცა "მცოდნე" ეტყვის იმის სჯერათ, ან უბრალოთ რაც დიზაინით მოეწონებათ იმას ყიდოლობენ

(თუმცა ბოლო ვარიანტის გამართლება კიდევ შეიძლება)
ამ მანქანაზე მირეკავს ერთი და მეუბნება რატომ ყიდი ასე ძვირათო?

(4800$ მედო ფასი).
ნუ, მე დავუწყე ახსნა რომ ეს ძალიან იშვითი მოდელია, და რომ 100 000 ცალზე ნაკლებია გამოშვებული, და რომ უკვე 5 წელში მისი ფასი მინიუმ გაორმაგდება! რომ ასეთი მანქანები ასეთ მდგომარეობაში ევროპაში (იაპონიაში და ამერიაკაში არ შედიოდა) უკვე მინიმუმ 4-5000 ევრო ღირს ადგილზე თუ მეტი არა! რომ რომც გაჩუქონ ასეთი მანქანა ევროპაში მისი ჩამოყვანა და განბაჟება მინიმუმ 3000 ევრო დაგიჯდება რადგან მხოლოდ 1995-1998 წლებში გამოდიოდა. ასევე უთხარი რომ ყველაფერი საუკეთესო მდგომარეობაშია და თუ რამეს იპოვიდა მე გავუკეთებდი და ან თანხას დავუკლებდი. ასევე ის უთხარი რომ მანქანას აქვს გაკეთებული სრული ვიბრო/ხმის იზოლაცია ამერიკული მსალით და ასევე ძალიან ძვირი აკუსტიკური კაბელები აქვს ჩაწყობილი(300 $ დამიჯდა მხოლოდ კაბელები თავის დროზე)! ასვე ისიც უთხარი რომ ეს მანქანა არის ქარხნული M-OPTIC რაც ასევე იაშვიათია ამ მოდელისთვის, და ამავდროულად აქვს თითქმის ყველა ოფცია! რაც BMW დააკლო მე დავუმატე

მოკლედ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ რაზეც "დიახებით" მპასუხობდა რას მეუბნება იცით?
კი, მაგრამ ამ ფასად ან ცოტა რომ დავამატოო კარგ PRIUS-ს ვიყიდიო და შენი მანქანა რატომ უნდა ვიყიდოო?
არა რა ძმებო, ერთ რამეს მივხდი ამის შემდეგ!
საქართველოში უნდათ მანქანა რომელიც არის შავი შავ დისკებზე, არის რაც შეიძლება ახალი წლოვანების და ღირს მაქსიმუმ 4-5000 დოლარი. რა მარკაა რა მოდელი და ან რა ტექნიკურ მდგომარეობაშია არავის აინტერესებს! მთავარია "ვიდზე იყოს" რომ მეზობელს უთხრას რომ 2012 წლის მანქანით დადის

და კიდევ: უნდა წვავდეს 5 ლიტრას რომ მერე გაზზე როცა გადაიყვანს კიდევ უფრო იაფად გამოვიდეს

თუ ვცდები????
This post has been edited by EMMA GEORGIA on 30 Sep 2017, 21:44
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99