Cafe_Del_Mar19ჩემი ხმა ლექსო ძიას. უფრო მარტივად გაყიდვადია და ფართიც მეტი აქვს.
პროფილაქტიკის მოყვარული არც ლექსუსია და არც ინფინიტი. ბენზინი იცოცხლე, ორივე მადიანია.
ცოტა ხანი მყავდა კუპე G37 (არა S მოდიფიკაცია), გაგორებულზე ასწორებდა, საკაიფოდ მიდიოდა. ადგილიდან წონა ეტყობოდა და ზანტად იძვრებოდა. სირბილით, 18-ებზე ნორმალური იყო, არც კარტინგი იყო და არც ამერიკული ჯაყჯაყა "დივანი".
სერვისის მხრივ, მხოლოდ სახარჯი მასალები დასჭირდა და აკუმლატორი (მოკვდა

).
სივრცეზე დაწერეს. მე 179სმ ვარ და ჩემს უკან ვერ ვჯდებოდი

ეგ თაობა GS არ მყოლია, მაგის წინა მყავდა და ძალიან მევასებოდა. ვაპირაბდი ყიდვას, მაგრამ მერე საჭიროებიდან გამომდინარე შედარებით მაღალი გამავლობის მანქანაზე შევაჩერე არჩევანი და 2012-იანი Subaru Outback ვიყიდე

(სად ერეკლე და სად სუბარუ).
E60-იც ცოტახანი მყავდა და ძალიან იაფად გავყიდე. დაურტყმელი ჩამოვიყვანე, 115K მილი ჰონდა გავლილი, მაგრამ ვერ მოვრჩი კეთებას. ძალიან დაღლილი იყო.