გამარჯობა
მოკლედ, უფრო და უფრო აქტიურად გამოდის და იხვეწება "დატენვადი ჰიბრიდის" ძრავები.
როგორც ვნახე არსებობს 2 ტიპის PHEV:
1. "გაგრძლებული მანძილის" - იგივე EREV.
2. პარალელური PHEV.
ვინც კომპეტენტურია, რომ აგვიხსნას თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს თითოეული ვარიანტი.
მაგ: რომელ საწვავს მოიხმარს ჯერ, საშუალოდ რამდენს გადის სრულად დატენილი, როდის გადადის შიდა წვის ძრავის მოხმარებაზე, მუხრუჭით თუ იტენება ელემენტები, როგორც ამას სტანდარტული ჰიბრიდები შვრებიან და ა.შ.
ამას გარდა, თუ შეგვიძლია რამდენიმე ვარიანტის დასახელება, საშუალო კლასის მანქანებში..
მაგალითისთვის, კროსოვერები როგორიცაა ჰიუნდაი კონა, მაზდა mx-30 და VW ID.4
გავშალოთ მოკლედ ეს თემა, დროა ავუწყოთ ფეხი ახალ დროებას.