ფორუმცი ჩემი კურიოზული გამოცდილება უნდა გაგიზიაროთ თბილისი პარკინგთან დაკავშირებით.
იქნებ რამე გამოსავალი გამოვნახოთ, თორემ მარტო ვერ ვაგვარებ
პატარა შესავალს გავაკეთებ რო მიხვდეთ რა გვიჭირს
ორ-კარიანი პიკაპი მყავს რომელსაც საქმეში ვხმარობ
ზომებით არაფრით განსხვავდება სხვა პიკაპებისგან. ბევრი ამაზე დიდი თრაქი დადის ქალაში.
თანაც ხშირად მიწერვს გადაადგილება, ძირითადად ვარკეთილში.
ხოდა მანქანას ვერსად ვაჩერებ. ორ კარიან პიკაპს უწერია რო არ მიეკუთნება M1 კატეგორიას. არადა M1 კატეგორიას მიეკუთნება ლამის ყველაფერი რაც ქალაქში დადის. ტრაილერების, ავტობუსების და მსგავსი ტექნიკის გარდა.
იმის გამო რომ არ მიეკუთვნება M1 კატეგორიას, ზონალურზე რომ გავაჩერო მაჯარიმებენ. ნუ ვარკეთილში ცოტაა ზონალურები ისედაც და ოქ.
არა ზონალურ პაკრინგზე მაინც ხო უნდა გავაჩერო. არც იქ მაქ საშვის შეძენის საშუალება.
მერამდენე 100ლ ჯარიმა დამიწერეს უკვე
თბილისის პარკინგი მპასუხობს რომ არ იციან სადაა მსგავსი ტექნიკის სადგომი ვარკეთილის მაშტაბით.
ვერც მე მივაკლიე. მუღამზე შემოვიარე მეთქი სადმე ხო არ გაუვარდათ შემთხვევით, მარა არაა.
ვერც იმას მეუბნებია მსგავს სიტუაციაში რა უნდა ქნა.
მოკლედ რობოტებივით მპასუხობენ ჩემი გადაწყვეტილებაა სად გავჩერდები თურმე

ლენჩები რა/
არც ვეშვები მეც. მაინტერესებს ასეთი სიგიჟე როგორ შეიძლება მარტო მე მაწუხებდეს. ჯარიმას გიწერენ და საშვალებას არ გაძლევენ რომ აღარ დაარღვიო.
ვინმეს ასეთი ბეცობა გაგიგიათ ? გავგიჟდი კაცი
This post has been edited by Formula_M on 1 Nov 2025, 19:02
...you commit yourself to such a level where there is no compromise. You give everything you have, everything, absolutely everything..." Senna, Ayrton