2020 წლის აგვისტოში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ M2 ტიპის ავტობუსებზე ტენდერი [NAT200010113] გამოაცხადა და 300 ავტობუსი 37,969,701 ლარად შეიძინა. უხეში დათვლით გამოდის, რომ სატრანსპორტო კომპანიამ თითოეულ ავტობუსში საშუალოდ 126,565 ლარი გადაიხადა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო და საბოლოოდ გამარჯვება შპს ჯი-თი მოტორსმა მოიპოვა.
Მეორე ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ M2 ტიპის ავტობუსების შეძენაზე 2021 წლის აპრილში გამოაცხადა [NAT210006122]. Სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კომპანიამ 300 ავტობუსი 37,591,451 ლარად შეისყიდა. ტენდერში მონაწილეობას კვლავ ორი კომპანია იღებდა და გამარჯვებული კვლავ შპს ჯი-თი მოტორსი გახდა.
გამოდის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 და 2021 წლებში 600 ავტობუსში ჯამში 75,561,152 ლარად შეიძინა, შესაბამისად ერთ ავტობუსში დაახლოებით 125,935 ლარი გადაიხადა.
ორივე ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ჰქონდათ დავალება, რომ ავტობუსებს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეძლებოდა. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, რომ აღნიშნულ ავტობუსებში მგზავრების ფეხზე დადგომა არ შეიძლებოდა და ტრანსპორტში ასვლას მოახერხებდა მხოლოდ იმდენი, რამდენი სკამიც იყო - თუმცა, 2022 წლის მაისში გადაწყვეტილება შეიცვალა.
2022 წლის 10 მაისს, თბილისის მერიაში თქვეს, რომ სამარშრუტო ხაზების იმ ნაწილზე, სადაც მგზავრთა ზრდა შეინიშნება, ფეხზე დადგომა დაშვებული გახდება. Მერიაში თქვეს ისიც, რომ გადაწყვეტილება დროებითი იყო, თუმცა 8 თვის შემდეგ ფეხზე მდგომი მგზავრების რიცხვი არათუ შემცირებულია, არამედ თითქმის ყველა სამარშრუტო ხაზი მოიცვა.
აღსანიშნავია ის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესყიდული M2 ტიპის ავტობუსები სამართავად შპს თბილისის მიკროავტობუსს გადაეცა. შპს თბილისის მიკროავტობუსი 2011 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ოთხ კერძო კომპანიას - შპს თბილისი ლაინი, შპს კაპიტალ გრუპი, შპს ფაბლიქ ქარი და შპს თბილ ქარი. ჩამოთვლილ კომპანიებს 20-წლიანი ნებართვა აქვთ მოპოვებული თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანაზე.
ჩვენთვის უცნობია, მოხდა თუ არა შპს თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან 600 M2 ტიპის ავტობუსის გამოსყიდვა - ამ კითხვით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ფინანსურ მხარეზე ინფორმაციას არ ფლობენ და ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად წერილი უნდა გავგზავნოთ.
2021 წელს თბილისის მერიამ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს აღნიშნა: “ერთ რამეს ვპირდები თბილისელებს, რომ ამ ქალაქში არასდროს დადგება პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ყოველთვის იქნება ყველაზე განახლებული, ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები…”
თბილისის მერიამ მართლაც შეიძინა განახლებული M2 ტიპის ავტობუსები, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მიკროავტობუსში კვლავ შეხვდებით ე.წ ყვითელი მიკროეავტობუსის სავარძელსა და რამდენიმე ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების თანახმად, დეტალურად განისაზღვრა მგზავრთა ასასვლელის შესახებ მოთხოვნები. “ავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი. ცენტრალური საკეტით.”
მიუხედავად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ამ ჩანაწერისა, თბილისის ქუჩებში არაერთ m2 ტიპის მიაკროავტობუსს შეხვდებით, რომლის ასასვლელი გასასრიალებელი კარი გაუქმებულია და მგზავრებს მხოლოდ წინა კარიდან შეუძლიათ ასვლა, ხოლო შიდა ნაწილი გადაკეთებულია და მეტიც ტრანსპორტში თავსებული ყვითელი მიკროავტობუსის სავარძელსაც კი ნახავთ, რომლის ჩასანაცვლებადაც მერიამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა.
აღნიშნული ფაქტისა და მისგან გამოწვეული დისკომფორტის შესახებ ფლანგვის დეტექტორს მოქალაქემ მომართა. ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული ფაქტით და თბილისის მერიას ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მივმართეთ. გვაინტერესებდა აღნიშნული სახის ცვლილება მერიის ნებართვითა და ინიციატივით განხორციელდა თუ არა და ცვლილების შემთხვევაში, რა იყო ამის მიზეზი. კითხვა მარტივი იყონ - m2 ტიპის ავტობუსების შეძენის შემდეგ განხორციელდა თუ არა მათი რაიმე სახით გადაკეთება/რეკონსტრუქცია?
მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გადაგვამისამართა. ცხადია იმავე კითხვით მივმართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც. მიუხედავად იმისა, რომ მარტივი შეკითხვით 2023 წლის 9 იანვარს მივმართეთ და ამის პარალელურად დავუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.
* * *
ახალი ფბ გვერდიც ჰქონიათ
https://www.facebook.com/profile.php?id=100...mibextid=ZbWKwL This post has been edited by MANMUS on 9 Feb 2023, 19:23