ოფიციალურ საიტზე ჯერ არაფერი წერია
თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 09:43
სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თუშეთის გზის“ დირექტორმა ომარ ლეკიშვილმა განუცხადა, ღვარცოფმა გზის 27–ე და 52 კილომეტრებზე, არ მისული თორღვას აბანომდე და უღელტეხილს იქით, ხოდარკოსთან გზის სავალი ნაწილი წაიღო.
„თორღვას აბანომდე არ მისული ერთდროულად მოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა გზა საერთოდ გაგლიჯა და მოძრაობა შეუძლებელია. ასეთივე მდგომარეობაა უღელტეხილს ქვემოთ, ხოდარკოსთან. პრობლემები გვაქვს ცოდვიანთ ხევშიც. მთა ჩამოიშალა და მოძრაობა იქაც შეუძლებელია. ვფიქრობ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას ერთ დღეში ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ომარ ლეკიშვილმა.
22 აგვისტოს სოფელ ომალოში თუშეთობის აღნიშვნაა დაგეგმილი. დღესასწაულთან დაკავშირებით თუშეთში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნილია.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან საღამოს, ძლიერი სეტყვა მოვიდა ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში. წინასწარი მონაცემებით, ათზე მეტ სოფელში დაახლოებით 70–80%–ით არის განადგურებული ვენახები. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად მეწყერი თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
http://ick.ge/rubrics/society/23347-i.html