ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
-
რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. სტატუსი უცნობია):
-
ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. სტატუსი უცნობია):
-
ნატახტარი - სურამი (დასრულებულია):
-
სურამი - ჩუმათელეთი (რიკოთის გვირაბი) (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 6,9 კმ.):
სამუშაოებს ასრულებს ჩინური კომპანია"სინოჰიდრო".
სამუშაოების განხორციელების ვადად 27 თვეა განსაზღვრული (2023 წლის მარტი).
-
ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი).
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი:
- ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “China State Construction Engineering Corporation Limited” სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2022 წლის სექტემბერი).
- ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Hunan Road and Bridge Construction Group“ სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2021 წლის დეკემბრამდე).
- უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. გამარჯვებული კომპანია - „China Road and Bridge Corporation“. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.
- შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“. სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2023 წლის იანვარი).
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა ზეპირად, პანდემიის გამოწვევების გამო, ვადებმა თითო წლით გადაიწია.-
არგვეთა - სამტრედია (დასრულებულია).
-
სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ).
დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. მშენებლობას ახორციელებს "ალტკომის" და "აკკორდის" გასხმების მერე, ქართული "ჯეო გრუპი". დასრულების თარიღი 2022 წელი.
II ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. დასრულებულია. მოძრაობა გახსნილია 13 კმ.ზე (ჯაპანა-ლანჩხუთი).
III ლოტი გაჩერებულია და ახალი კონტრაქტორი ჯერ არ ჩანს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.
IV ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd". სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ. სავარაუდო დასრულების თარიღი 2022 წელი.
-
- გრიგოლეთი - ფოთი (დაპროექტებულია). -
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ) სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა. ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 3 დეკემბერს. თუმცა, რათქმაუნდა, 2020 წლის ბოლოს ვერ დასრულდა.
-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დასრულებულია).
-
ბათუმის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ.
სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლები იყო. შემდეგ ერთ წლით გადაიწია, შემდეგ კიდევ ერთი წლით და 2022 წელს იგეგმება დასრულება.
E70 ჭოროხი(ბათუმის შემოვლითი) - სარფი. მიმდინარეობს პროექტირება.
მთლიანი რუკა:
როგორი იქნება ზემო ოსიაური ჩუმათელეთი + რიკოთის ავტობანი:
მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ წინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIIავტობანი - ნაწილი 8ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Xავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V14)წინა თემის ტოპ მპოსტავები:
Poster Posts
ZEUS 271
ქაფქიანა 219
ნიკა 107
rommel 93
kataxxl 75
winrar 72
Tocadero 68
otokarcobra 33
Delvaux 31
eleqtro 31