#60547901 · 12 Jul 2023, 14:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
HCl
მე სადავოდ და საკამათოდ არ დამიწერია ჩემი ზედა პოსტი. დავწერე ის, რაც რეალობაა, კერძოდ რაც საზმაუს სიუჟეტიდან გამომდინარეობს - ნახევრად პროექტი შემოაჩეჩეს და ვერავინ გაიგო და რასაც მე წავწყდომივარ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე უცხოელებთან ურთიერთობისას. კადრი და ინსტიტუტები არ უნდა ამას? როგორ პროექტს იბარებ, სრულია თუ ნახევრფაბრიკატი, ვერავინ ვერ უნდა დადოს დასკვნა? თუ ამაზეც ცალკე ტენდერი გამოცხადდეს და ისევ უცხოელები მოიწვიონ? პროექტს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და ისე მიიღოს დამკვეთმა. ექსპერტიზის ჩამტარებელიც რომ აღარაა ამ ქვეყანაში, რა, არაა ფაქტი? ექსპერტიზაც თუ საზღვარგარეთ ატარეს, როგორ გგონიათ, იქ ისინი საერთო ენა ვერ გამონახავენ? უცხოელებს კიდევ ნუ ვაფეშიტებთ, ისინიც ისევე ცდილობენ ნაკლები შრომის დახარჯვით რაც შეიძლება მეტი თანხების აცინცვლას, როგორც აქ, თუ დამიჯერებთ. პასუხსაც ვერ მოსთხოვ, დადებს საჯაროდ ხელშეკრულებას, აი ამ ეტაპამდე მიყვანაზე მქონდა გაფორმებულიო. ენგურის თაღების მშენებლობაზე პროექტიც მოსკოვის იყო და მშენებლობაც, ისე ცნობისათვის, გასამხედროებული ნაწილები აშენებდნენ. მთელი კავშირიდან, სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყო მობილიზებული, ინსტიტუტ დამთავრებულები, 1-1,5 წლით აქ ამსახურებდნენ ჯარის ნაცვლად. ასეთ მშენებლობას, ჩვენი ძალებით ვერ გავქაჩავდით.
|