ეხლა ვარ სტეფანწმინდაში და ზოგიერთ ფოტოს უკვე დავდებ... ბოლოდან დავიწყებ და შევეცდები ყველა ის ინფრასტრუქტურული პორექტი აღვწერო რაც ტრასაზე შემხვდა... რუსეთის საზღვრიდან სოფელ კობის ბოლომდე არის ჩვეულებრივი მოასფალტებული გზა... ერთ ორ ადგილას არი პატარაზე დაზიანებული... თვითონ საზღვარზე როგორც ჩანს მიდის სასაზღვრო პუნქტის შენობების განახლება...
![user posted image](http://b.pix.ge/f/oz78f.jpg)
საზღვრიდან დაახლ... 200-200 მეტრში შენდება მიქალე და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის სამონასტრო კომპლექსი (მგონი ლევან ვასაძე აფინანსებს)... საკმაოდ დიდი კომპლექსია თავისი კელიებით, ორსართულიანი ეკლესიით და პატრიარქის რეზიდენციით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.
![user posted image](http://a.pix.ge/k/re5lo.jpg)
![user posted image](http://a.pix.ge/m/12imy.jpg)
მონასტრიდან 20 მეტრში მიმდინარეობს ლარსი ჰესის მშენებლობა...
![user posted image](http://a.pix.ge/w/1qor4.jpg)
სტეფანწმინდის გზაზე არის მარტო ერტი გვირაბი... დაახლ. 500 მეტრი იქნება სიგრძეში. ასფალტი ნორმალურ მდგომარეობაშია. განათება საერთოდ არ არის... ძველი ნათურების ნაშთი აქა-იქ არის შემორჩენილი მაგრამ არ ფუნქციონირებს...
მარტო ჩრდილოეთის პორტალი გადავიღე
![user posted image](http://b.pix.ge/p/vy5gd.jpg)
იქვეცოტა რო გაცდები არის პატარა ნიშა თავიდან ვიფიქრე რო სალოცავია მეთქი... მაგრამ მერე დავაკვირდი და ზემოთ ეწერა აშენების თარიღი 1875 წ. სავარაუდოდ რუსების მიერ აშენებული მოსაცდელია გზების "დარაჯებისათვის."
![user posted image](http://b.pix.ge/c/zf4lr.jpg)
დანარჩენს მერე ავტვირთავ