ჰოლანდიელმა დიზაინერმა რიყის პარკის დაპროექტებაზე მუშაობა დაასრულაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103604.htmlჰოლანდიელმა ლანდშაფტის დიზაინერმა, მარტინ ვოლტკამპმა რიყის პარკის დაპროექტებაზე მუშაობა დაასრულა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დიზაინერმა განუცხადა, რიყე მაქსიმალურად ხალხზე მორგებული პარკი იქნება.
“რიყის პარკი “ქალაქის მწვანე ფილტვი” გახდება. შეკვეთის დროს მთავარი პირობა იყო, რომ პარკი თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ის იქნება პარკი ხალხისთვის”, - აცხადებს ჰოლანდიელი დიზაინერი.
8,5 ჰექტაზე გაშლილ სივრცეზე თანამედროვე დიზაინის პარკი გაშენდება. პარკში იქნება ამფითეტარი, მაღაზიები, კაფეები, სპეციალურად ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის განკუთვნილი ადგილები; გამოყოფილი იქნება ადგილები ჭადრაკისა და თევზეობის მოყვარულთათვის.
პარკის დიზაინსა და ტექნიკურ დასაბუთებაზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, ვინ გააშენებს ახალ პარკს. გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი.
ბიუჯეტი ამ დროსითვის არ სახელდება, თუმცა დიზაინერის განცხადებით, ბიუჯეტში გაწერილია, რომ გაშენებაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პარკის მშენებლობის დასრულება 2011 წლისთვის იგეგმება.
ლანდშაფტის მსოფლიო დიზაინერთა ხეთეულში შესული დიზაინერი საქართველოში პირველად 2007 წელს ჩამოვიდა, მისი დიზაინით გაშენდა ზუგდიდში დადიანების პარკიც.
მარტინ ვოლტკამპი ჰოლანდიაში საკუთარ დიზაინერულ კომპანიას - “მარტინ ვოლკამპის ბაღები” ფლობს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, 2008 წელს თბილისში კომპანია “დაჩდიზანგარდენი” დაარსა. კომპანია ემსახურება, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს, ისე - კერძო პირებს.