ამას წინებზე, ერთ რუსულ სანადირო საიტიდან (ფორუმიდან) ლინკებზე გადასვლით ავღმოჩდი ერტერთ საიტზე, სადაც იყო თემაა "ახოტა ვ სსრ" და მთელი კავშირის სურათები იყო, ლანდაშაფტები, ძაღლები, პატარა ქალაქები, და ერთადნ ვიპოვე სურათები სადაც გამოსახული იყო ნადირობა კაკაბზე (კურაპატკა) ვერეს ხეობაში!!!
შავთეთერი ფოტო იყო, რამოდენიმე რუსი და ქართველი მონადირე (ალბათ სტუდენტები) ვერეს პირას წამოწოლილები, ზუსტად ვერ განვსაზღვრე რა ადგილი იყო და რომელი წელი მაგრამ სავრაუდოთ (ჩაცმულობით და იარაღეით მივხვდი) იყო 50-იანი წლები სადღაც დღევანდელი ვაკე-საბურთალოს (თამარაშვილი) გზასთან ახლოს, საკმაოდ მოხრიოკებული ლანდშაფტი იყო... უკანა ფონზე კიდე რაღაცა ბარაკები ჩანს, ალბათ საბურთალოს (დოლიძის) მიმდებარე ტერიტორია...
სამწუხაროდ ვერც საიტს ვპოულობ და ვერც სურათს...
მე ვიცნობ ხალხს (არვიცი ეხლა თუ ცოცხლები არიან) ვისაც ახსოვს კაკაბი ამავე ხეობაში, კურდღლები... ხოხბები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე... ქურციკები სამგორის ველეზე (50-იანი წლები)
ტყის ქათამზე პირადად მინადირია ვერეს ხეობაში. ასე 10-12 წლის წინ

საინტერესე ოყო ძაან თბილისის შემოგარენის ფლორა და ფაუნა.... ძაან მკვეთრად შეიცვალა სურათი. ცუდისკენ სამწუხაროდ...