თითქმის 8 თვეა რაც თბილისში ახალი რაიონი, "ძველი თბილისი" დაარსდა. ამ თემაში ვისაბროთ რაიონში მიმდინარე სიახლეებზე და მის პრობლემებზე, რაც არცთუ ისე ცოტაა.
ძველი თბილისის რაიონიძველი თბილისის რაიონის გამგეობა არის ქალაქ თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო. რაიონის გამგებელია ლაშა ფურცხვანიძე.
გამგეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მოსახლეობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, იქნება ეს სოციალური თუ კომუნალური საკითხი. აგრეთვე რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება ეთმობა ავარიულ შენობა-ნაგებობებსა და ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ამ მიზნით რაიონის გამგეობას ქალაქის ბიუჯეტიდან გამოეყოფა თანხა.
2007 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები: ძველი თბილისის რაიონის ავარიული საბინაო ფონდის კაპიტალური შეკეთება (ავარიული სახლების აღდგენა-გამაგრება; დაზიანებული სახურავების აღდგენა; ავარიული წყალკანალიზაციის საერთო სარგებლობის შიდა სისტემების შეკეთება; სადრენაჟო სისტემების მოწყობა; საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა);
ძველი თბილისის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები, რაც ითვალისწინებს რაიონში მცხოვრები უმწეო მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას (კვება უფასო სასადილოში, ავარიული სახლებიდან გაყვანილი მობინადრეთა საცხოვრებელი ქირა, გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებები).
ძველი თბილისის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება;
ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიის განაშენიანება, აღდგენა-რესტავრცია და რეკონსტრუქცია (რუსთაველის გამზირის შენობების ფასადების აღდგენა-რესტავრაცია;
სოლოლაკის მიწისქვეშა კომუნიკაციების რესტავრაცია; რუსთაველის გამზირის საზოგადოებრივი სივრცული სავალი ნაწილის (ტროტუარების) რეკონსტრუქცია;
დასანგრევი ნაგებობების დემონტაჟი;კაპიტალური მშენებლობა;საპროექტო სამუშაოები);
ძველი თბილისის რაიონის მწვანე ნარგაობათა მოვლა (ბაღების მოვლა; სკვერების მოვლა; დეკორატიული კუთხის მოვლა; გაზონების მოვლა; ხეივანის, ფერდობებისა და ბულვარის მოვლა; ქუჩის ნარგაობათა მოვლა; შიდა კვარტალური მწვანე ნარგავების მოვლა);
ძველი თბილისის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება;
ძველი თბილისის რაიონის კეთილმოწყობის ღონისძიებები (ავარიული საყრდენი კედლების აღდგენა-გამაგრება; ავარიული შენობების დემონტაჟი, სამშენებლო ნაგვის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება; სარწყავი სისტემის აღდგენა და ახლის მოწყობა; წყალსადენი და საკანალიზაციო მილების შეცვლა-შეკეთება; ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაცია; ხეების გადაბელვა და მოჭრა და სხვა);
ძველი თბილისის რაიონის გაუთვალისწინებელი ღონისძიებები (წყალდიდობისა და ღვარცოფების შედეგად დაბინძურებული ქუჩებისა და სანიაღვრე კოლექტორების გაწმენდა; ავარიული სახლებისა და საყრდენი კედლების ჩამოზვავების შედეგად ჩახერგილი უბნების გაწმენდა; ხანძრისა და სხვა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ უბნებზე საკონსერვაციო და გაწმენდითი სამუშაოების წარმოება; ძლიერი ქარების შედეგად მოტეხილი ხეებისაგან ქუჩების გაწმენდა).
აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 32 183.0 (ოცდათორმეტი მილიონ ას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი.
მისამართი: ლეონიძის ქ. #2, მესამე სართული
ტელ: 92 01 90; 93 11 90; 92 04 10
This post has been edited by Fabian on 19 Jan 2011, 23:33