* * *
b]ქუჩა-მოედნების ბრიტანული და თანამედროვე სახელები[/b]
Georgian Gardens - ორთაჭალის ბაღები
East India Road - ვახტანგ გორგასლის ქ.
Bath Street - აბანოს ქ.
Meydan Place - მეიდანი
King’s (მოგვიანებით, დედოფალ ვიქტორიის მეფობაში - Royal) Court - ბატონის მ.
Middle Bazaar - შუა ბაზარი
Palm Square - ბზის მ. (თარგმანი აშკარად ეკლესიურ და არა ბოტანიკურ შესატყვისობას ეფუძნება)
Millbank - რიყის სანაპირო (ლონდონის უესტ-ენდის ცნობილი სანაპიროს სეხნია)
Strand - რიყის ქ.
Peacock Island - ორბელიანების კუნძული
ამ სახელის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს: კუნძულზე გაშენებულ პარკში მართლაც ბევრი ფარშევანგია; პარკის ფლორა ამ ფრინველის კუდივით ჭრელი და თვალწარმტაცია; ერთხელ, სპარსეთის შაჰის სტუმრობისას, აქ ფარშევანგის ტახტის (ირანული მონარქიის სიმბოლოს) ფორმის პავილიონი დაიდგა...

და ბოლოს: კუნძულზე განლაგებულ ერთ-ერთ რესტორანში
©
gabardzgalebaTiflis Bridge - ბარათაშვილის ხიდი
South Carriage Drive - ბარათაშვილის ქ. (გალავნის მხარე)
North Carriage Drive - ბარათაშვილის ქ. (ვანქისუბნის მხარე)
- ქუჩის ასეთი ”გაორება” გამოწვეული იყო იმით, რომ მის შუაში დიდი ხნის მანძილზე ავანაანთხევის* წყალი ჩამოედინებოდა, ხოლო შემდეგ განიერი მწვანე ზოლი გაჩნდა.
(*სამწუხაროდ, ერთ-ერთ წინა პოსტში შეცდომით მიწერია ამ მდინარის სახელი)
Wellington Square - თავისუფლების მ.
Saint George Street - გუდიაშვილის ქ.
Palace Street - სასახლის ქ.
Victoria High Street - რუსთაველის გამზირი
Marlborough Gate - რუსთაველის მ. (ზემელი)
Prince Albert Street - კოსტავას ქ.
Prince Albert Gardens - გმირთა მოედანი
Oxford Street - მელიქიშვილის ქ.
New Oxford Street - ჭავჭავაძის გამზირი
Victoria Park - ვაკის პარკი
Arsenal Hill - არსენალის მთა
Teuton Street - მარჯანიშვილის ქ.
King Street - დავით აღმაშენებლის გამზირი
Queen Street - თამარ მეფის გამზირი
Queen's Bridge - თამარ მეფის ხიდი
კიდევ რამდენიმე ფაქტი ბრიტანული ხანის ტფილისური ტოპონიმიკის ისტორიიდან:
ბრიტებისთვის ”მთაწმინდა” ძნელად გამოსათქმელი სახელი იყო. ინგლისურად ხან Mount David-ს, ხან Holy Mount-ს უწოდებდნენ. ზოგჯერ კი, როდესაც ურბანიზირებული ავლაბარიდან მთაწმინდის ამწვანებულ ფერდობებს გადახედავდნენ, სულაც the Wood(s)-ო, იძახდნენ ხოლმე.
ორი სახელწოდების კონტრაქციით წარმოიქმნა ”Holywood”-ი.
მართალია, საყოველთაოდ ცნობილი Hollywood-ის ეტიმოლოგია განსხვავებულია (holly მცენარეა - ბაძგი, ჭყორი), მაინც დასანანია, რომ ტფილისური
”ჰოლივუდი” დროთა განმავლობაში (მთაწმინდის უბნის ინტენსიურ განაშენიანებასთან ერთად) დავიწყებას მიეცა.
ჟულ ვერნი და კუკია1872 წელს მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის საქმიანი ცხოვრების ეპიცენტრში, მოედანზე, რომელსაც ბოლო დრომდე [სამეფო] საბჭოს სახელი ერქვა (დღეს არ მახსოვს, რა ჰქვია), მასობრივი ტურიზმის ”გამომგონებლის”, სახელგანთქმული ”თომას კუკის” (Thomas Cook & Son) ოფისი გაიხსნა.
”თომას კუკის” სპეციალიზაციას იმხანად სწორედ ახლო აღმოსავლეთი წარმოდგენდა, და ტფილისში ამ კომპანიას ერთ-ერთი უდიდესი ოფისი ჰქონდა.
ქართულ საზოგადოებას მაშინვე გაუჩნდა penchant შორეულ ქვეყნებში მოგზაურობებისადმი. ყოველდღე (რელიგიური დღესასწაულების გარდა) ასობით შეძლებული მოქალაქე და არც ისე შეძლებული სტუდენტი აკითხავდა კუკის სააგენტოს. იქიდან ისინი უკვე კმაყოფილი სახეებით, ჰოუმ-ოფისის მიერ დამოწმებული ბრიტანული პასპორტებითა და სამგზავრო ჩეკების (თომას კუკის ამ გამოგონენას მაშინ ”circular notes” ერქვა) მეტად ან ნაკლებად სქელი დასტებით გამოდიოდნენ.
”თომას კუკის” არაჩვეულებრივი პოპულარობის გამო ტფილისის მეეტლებმა ქალაქის ამ ნაწილს მალევე ”კუკის უბანი”, ”კუკი” შეარქვეს. აქედან -
კუკია.
ჟულ ვერნი რაღა შუაშია? იმედია, ამას მკითხველი თვითონაც მიხვდება - თუ არა და გადაიკითხოს ”80 დღე დედამიწის გარშემო” და ”კლოდიუს ბომბარნაკი”.
ვირის ხიდიძველი ტფილისის შუაგულში მდებარე ხიდს ოდითგანვე მეტეხის ან ავლაბრის ხიდი ერქვა. ”ვირის ხიდი” კი ორთაჭალიდან მარცხენა სანაპიროსკენ ხის კოფოებზე გადებულ ხიდს ეწოდებოდა.
მაგრამ როდესაც 1870 წ. მეტეხთან რკინის, ”ამერიკული” კონსტრუქციის ხიდი აიგო, და ინგლისელებმა მას ინჟინრის გვარის მიხედვით De Vere Bridge უწოდეს, ტფილისის ისტორიისადმი ასეთი უსულგულობა უპასუხოდ არ დარჩა. ერთმა ენამოსწრებულმა მოქალაქემ საჯაროდ განაცხადა: ”ნამდვილი ვირის ხიდი ესა ყოფილა! აგერ, მთავრობაც გვეუბნება, ის არა, ესაო”. ასე გადაინაცვლა ამ სახელმა ორთაჭალიდან მეიდანისკენ.
(თუმცა, ალბათ, გადამწყვეტი როლი ფონეტიკამ ითამაშა: დე ვია[რ]-ის (Vere ინგლისურში beer-სთან ირითმება) > ვირის).
ძველი სომხური სახელი ”
ვანქი” (მონასტერი, სავანე) კეთილხმოვანებისთვის ინგლისურ ტრანსლიტერციაში შეგნებულად შეიცვალა ”ბენქ”-ად (vank>bank), და ასეც იწერებოდა ქალაქის ინგლისურ რუკებზე: The Bank Church (ზოგჯერ Temple). ამ აღრევას ხელს უწყობდა ტაძრის ადგილმდებარეობაც მდინარის პირას (ინგლ. bank-ის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ”სანაპირო”). თუმცა, ხალხში ხუმრობით იმასაც ამბობდნენ, რომ ეს სახელი იმიტომ დაერქვა ვანქსა, რომ სომეხი ბანკირების უმთავრესი სალოცავი იყო, და მის საგანძურში მათ დიდძალი სიმდიდრე ჰქონდათ გადამალული მისი ბრიტანული უდიდებულესობის საგადასახადო უწყებისგან.
This post has been edited by CityZen on 7 Jan 2010, 06:44