საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
პროექტი ითვალისწინებს:
- გვირაბის გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას;
- ჰიდროიზოლაციის სიტემის შეცვლას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ხანძარსაწინააღმდეგო, სავენტილაციო, განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემების მოდერნიზებას და საკანალიზაციო სისტემების განახლებას;
- ვიდეოკამერების დამონტაჟებას სადღეღამისო მონიტორინგის რეჟიმით;
- გვირაბში მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
პროექტზე, რომლის ღირებულებაც 49,3 მილიონი ლარია, 150-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა. რიკოთის
გვირაბის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი აფინანსებს
http://www.mrdi.gov.ge/?page=news1&id=101&lang=1
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გვიან ღამით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მშენებლობა მოინახულა.
პროექტი ითვალისწინებს სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას. რაც მოიცავს გზის სავალი ნაწილის სამშენებლო სამუშაოებს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟს, ხიდების (სულ 5 ხიდი), ორი ესტაკადისა და ორი გვირაბის მშენებლობას.
პროექტზე 470 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეობაა. ბეტონის დაგება ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს სასურველი ტემპერატურული პირობების გათვალისწინების და მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.
http://www.mrdi.gov.ge/?page=news1&id=99&lang=1