რადგან ეგ ესტაკადაც შენდება, დრო არ ითმენს. უნდა ვაჩუქო დღის სინათლე ჩემს იდეას, იქნებადა შეიტანონ ცვილილება პროექტში სანამ დროა. (ცოტა კარგად დახაზვას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი დრო აღარაა)
მაშ ასე, ერთი ცვილილება უნდა გმირთა მოედნის ესტაკადას და ლაგუნა ვერეს ურთულესი გზაჯვარედინი მკვეთრად მარტივდება.
შესავალს გავუკეთებ, დღეს ლაგუნა ვერესთან იკვეთება 3 მიმართულება: კორტები-გმირთა მოედანი, დიღომი-კორტები, და გმირთა მოედანი-დიღომი. ამათგან ყველაზე შეყოვნებული მოძრაობაა უკანასკნელი. ძალიან დიდხანს უწევთ ლოდინი.
კვეთის მოგვარების ორი გზა არსებობს, ან წერტილოვანი კვეთა უნდა შეიცვალის მონაკვეთზე კვეთით (რისი მაგალითიც არის ვარაზისხევი) ან ნაკადები უნდა გადაიკვეთოს სხვადასხვა სიბრტყეზე (ხიდით, გვირაბით და ა.შ)
ამ სამ მიმართულებაზე არის 3 დიდი ვექტორი: ფილარმონია-დიღომი, კორტები-საბურთლო და სანაპირო დიღმიდან კორტებისნენ.
ამათგან პირველმა ორმა, შეიძლება მესამე გადაკვეთოს ერთდროულად, და ლაგუნასთან გვექნება ორ პოზიციიანი შუქნიშანი, ნაცვლად 3სა.
ესტაკადის ასასვლელი უნდა იყო, არა "მატრიოშკასთან", არამედ გვირაბის შესასვლელთან. (წითელი ფერი) ხოლო გვირაბის კედელი უნდა გაგრძელდეს სანაპირომდე, სანაპიროზე ოდნავ მარცხნივ მოხვეულად (ლურჯი ფერი) . (გამყოფი ბორდიურით, როგორიცაა მაგალითად პეკინზე )
ამ კედლის მარცხნივ უნდა იყო მოძრაობა ახლა როგორცაა, მაგის საპირისპოროდ, ორი ზოლი. (და მანდ გაივლის მხოლოდ გმირთა მოედანი დიღმის ვექტორი, (საბურთალოდან მომავლები არ ისარგებლებენ გვირაბით და გადავლენ ზემოდან, სადაც ესტაკადების აშენების შენდეგ არაფერს გადაკვეთენ. თუმცა არც ისე ბევრია საბურთალოდან ლაგუნასთან მარცხნივ გამხვევი)
პირიქით, ლაგუნადან შემომხვევები ყველა ვარიანტში ჩავნელ გვირაბში, ან ავლენ ესტაკადაზე, საიდანაც მოხვდებიან შესაბამისად ვაკეში და საბურთალოზე.
ბუნებრივია ამ ორი ნაკადისთვის ლაგუნას შუქნიშანზე მწვანე იქნება ერთდროულად, ანუ გმირთა მოედნიდან დიღმისკენ მიმავლები და კორტებიდან საბურეთალოსკენ მომავლები ერთდროულად გადაკვეთენ სანაპიროზე დიღმიდან კორტებისკენ მოძრავებს.
შესაბამისად ლაგუნა ვერეს შუქნიშანი იქნება ჩვეულებრივი, კლასიკური ორნაკადიანი შუქნიშანი.
როგორც ზემოთ ვთქვი, ნაკადების გადაკვეთა მოხდება სხვადასხვა სიბრტყეზე: ფილარმონია-დიღმის და კორტები-საბურთალოს ვექტორები გადაიკვეთება გვირაბის თAვზე და ქვეშ (ანუ არ გადაიკვეთება)
ცხადია ლურჯი ლურჯი კედლის მიღმა მოძრავებს, სანაპიროზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევა უნდა შეეძლოთ.
ერთი უარყოფითი მხარე აქვს ამ ყველაფერს, სანაპიროდან (კორტებიდან) თამარ მეფისკენ წასვლა ვეღარ მოხდება, მაგრამ ეგ ვექტორი არის იმ ნახსენები ვექტორების მეასედი. გაძვრებიან გვირაბში და მოტრიალდებიან აჭარასთან, ან სანაპიროზე თაღლაურასთან შეუხვევენ და იქ მოტრიალდებიან, თამარ მეფეზე ავლენ და მოტრიალდებიან ცირკთან.
სურათზე წითელი არის ესტაკადა, ლურჯი გამყოფი ბორდიური, როგორიცაა მაგლაითად თამარ მეფეზე ან პეკინზე
მოკლედ მგონი გასაგებად დავწერე, თუ რამე ვერ გაიგეთ აგიხსნით.
იქნება მიაწვდინოთ ხმა შესაბამის სამსახურებს, რათა სანამ ლაგუნას ესტაკადა აშენდება, განიხილონ მაინც ეს.
This post has been edited by Kublicha on 21 Jun 2010, 21:43
მიმაგრებული სურათი