"მზიურში" ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგია უნდა შეიქმნას
19:53 15-10-2010
"მზიურში" ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგია უნდა შეიქმნას.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ მოწვეულმა ნიუ-იორკის მთავარმა ურბანულმა დიზაინერმა ზივ ლავიმ დღეს დედაქალაქის საკრებულოში ღია სივრცეების განვითარებისა და `მზიურის~ ურბანული პარკის დიზაინის საკითხებზე სემინარი გამართა.
ზივ ლავის განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანი `მზიურში~ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგიის შექმნაა. მერიის წარმომადგენლებთან და ლანდშაფტის ქართველ სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები ხვალიდან დაიწყება და ერთობლივი პროექტები შეიქმნება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გიორგი ქორქაშვილის განცხადებით კი, იგეგმება მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიის გაერთიანება, რომლის შედეგად ქალაქის ცენტრში სრულფასოვანი დასვენებისთვის მსხვილი ცენტრალური პარკი შეიქმნება. პარკი 4 ნაწილად დაიყოფა და ყველა თაობის ადამიანისთვის დასასვენებელ და გასართობ ადგილად გადაიქცევა.
მსხვილი ურბანული პარკი, თამარაშვილის ქუჩასა და გმირთა მოედანს შორის, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, 950.000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი `მზიურის პარკის~ იდეას ითვალისწინებს, რომლის განხორციელებაც 80-იან წლებში ნოდარ დუმბაძის თაოსნობით დაიწყო
http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-sheiqmnas.htmlვფიქრობ კარგი რამ იქნება
თბილისს თუ მსგავსი რამ ეღირსა
ანია რას იტყვის?