ხო მართლა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, გუშინ დეზინცორმაციის მოწოდებისთვის.
ის ამწე, რომლითაც ბადეებს აკრავენ არაა რუსული, არც კრაზი არც ზილი.
არის grove -ის ფირმის, TMS სერიის.
ორიოდე სიტყვა grove-ს შესახებ:
მსოფლიოში არის ორი ყველაზე დიდი ამწეების კომპანია - liebherr (გერმანია, სათაო ოფისი ჟენევაში) და Manitowoc (აშშ, ევროპული ოფისი ლიონში).
ლიბერის ამწეებს სხვა ბრენდი არა აქვს, ტაუარკრანებსაც (კოშკურა ამწე), გუსინიცებიანებსაც, და მობილურებსაც ლიბერი ქვია.
Manitowoc ის ბრენდია არის ტაუერკრანებში საქართველოში ამ ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული potain.
ხოლო მობილური ამწეების ბრენდი არის grove.
ტვირთამწეობის თვალსაზრისით მობილურ ამწეებში ლიბერმა აშკარად დაჯაბნა manitowoc. 1250 ტონა აქვს მაქსიმუმი ლიბერს, ხოლო მის კონკურენტს 550.
სამაგიეროდ გუსინიცებიანებში manitowoc model 31000 შეუძლია 2300 ტონის აწევა, რაც აბსოლუტური რეკორდია ყველა ტიპის ამწეებში.
liebherr LR 11350 ს აქვს 1350 ტონა ამწეობა.
ეს არის რეკორდსმენი manitowoc model 31000

ხო ძაან შორს წავედი, დავუბრუნდეთ ისევ ვერეს ხეობას.
კლდეზე ბადეებს აკრავენ
grove TMS9000E (კომპანია manitowoc ის)
რომელიც წევს 90 ტონას, მაქსიმალური სიმაღლე დამატებითი ისრის ჩათვლით არის 72 მეტრი.
გამოიყურება ასე:
