ნესტის ბრალი ხომ არ არის?

პ.ს. ხალხო, სადღაც ვორონცოვზე, ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე დგას უუუუულამაზესი სახლი, არტ ნუვო - მემორიალური დაფაც კიდია, მანდ ცხოვრობდა ქართველი გამოჩენილი ოფთალმოლოგი გასული საუკუნის 20-იან წლებში. ეს სახლი იმით არის უნიკალური, რომ ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა მოდერნის ხანაში, ანუ, არ არის იმიტაცია + გააჩნია უნიკალური "ტალღისებრი" აივნები, რომლებიც, თურმე, ევროპაშიც კი არსად დაფიქსირებულა - ანუ,მხოლოდ მისი იდეა იყო. მე დაუნს, არც არქიტექტორის გვარი მახსოვს, და არც - ოფთალმოლოგის (სკლეროზ)

ველაპარაკე ერთ პიროვნებას, ამ ქალბატონს ჰქვია ნესტანი, არის არქიტექტორი და რუდუნებით აგროვებს თბილისური არტ-ნუვოს ნიმუშებს - წიგნიც კი გამოუშვა (ულამაზესი, მე ვერ გავწვდი ფინანსურად), ენთუზიასტია, რასაც ჰქვია. ძალიან დიდ პატივს ვცემ - ამ სახლზე მე ვუამბე და მან მომიყვა მისი ისტორია - დიდად მადლობლები დავრჩებით, ეს სახლიც შეეტანათ რესტავრაციის ნუსხაში. რაშიც დიდი ეჭვი მეპარება

საკმაოდ "შეტეხილ" ადგილას დგას. არადა შედევრია...
This post has been edited by Sonya on 6 Jun 2011, 10:40