ჩემი ყურადღება მიიქცია ინტერპრესნიუსის სტატიამ
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...as-gegmavs.htmlთავდაცვის სამინისტრო ავტომანქანების ჩანაცვლებას გეგმავს
18:36 13-02-2013
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომანქანების ჩანაცვლებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. განცხადების მიხედვით, სამინისტრო უწყების ბალანსზე მყოფი ძვირად ღირებული მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ორ ნაწილად ახორციელებს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავტომანქანების საერთო ღირებულება I ნაწილში შეადგენს 1 237 500 ლარს. ამავე ნაწილში მაღალი გამავლობის (ე. წ. ჯიპის ტიპის) 21 მანქანა შედის, მათ შორის - 2011-2012 წლებში გამოშვებული LEXU
X RX350, TO
IOTA HIGHLANDER,
WOLKS
VAGEN
TUERG და სხვები. II ნაწილში კი - 721 000 ლარის ღირებულების "სედანის" ტიპის 7 მანქანა, მათ შორის MER
SEDES BENZ VIANO, CADILA
K ESCALADE და სხვა მარკის ავტომობილები.
განცხადების მიხედვით, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ, თითოეულ ნაწილში შემდეგი ხვედრითი წილის შესაბამისად - "სედანის" ტიპის მსუბუქი ავტომანქანები საერთო რაოდენობის 80%-ს, ხოლო მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები საერთო რაოდენობის 20%-ს უნდა შეადგენდეს.
განცხადებაში აღნიშნულია რომ ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების განხილვა-შეფასებისას პრიორიტეტი შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობას მიენიჭება.
დაინტერესებულ პირებს ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერების საშუალება 2013 წლის 19 თებერვალს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ექნებათ.