რადგან ასე დაგირქმევიათ -
"ტფილისის ძველი ფოტოები...,,,,, ამბავი იმისა, თუ როგორი იყო ჩვენი ქალაქი...", ერთ motion blur ამბავს ჩავწერ აქა

აქა-იქ ფოტოს წააგავს : )))))
უკანასკნელი ნახალოვკელიეხლა მე თითონაც აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდით არსენას ძველ რაფში, რა მინდოდა იქა - დიდი ხნის ჩაჟანგებულ და ბალღების შტაბად გადაქცეულ მანქანაში კიკვიძის ბაღის უკან ოთხ ახალგამოსულ მუჟიკთან ერთად.
რაღაცნაირად ვიჯექი უკანა გატეხილი სიდენიის ჩონჩხზე. დანარჩენები წინ იჯდნენ - ორი მარცხნივ და ორი მარჯვნივ და გაღიმებულები ერთმანეთს უცქერდნენ.
წინ მედგა ჩემი ბიჭი. 5 წლისა იყო მაშინ და მომეკრო ზურგით - ისე უცნაურ გარემოში იყო, ეტყობა, დაიძაბა.
უცებ ლევანამ დაიწყო ძალიან სწრაფად:
- მოდი, ესე ვთქვათ ეხლა. თუკი სუბლიმაციურ ელემენტს ამოვხსნით და სწორად დავუსვამთ კითხვას, იასნია, უნდა გაგვეხსნას... ეგრე არ არი, ძმებო?
სამივე დაეთანხმა, ისე რო ხმაც არ ამოუღიათ. მხოლოდ კარლიკა წამოდგა და ადგილი გაუცვალა ლევანას - თითქოს შეთანხმებულებივით სწრაფად და ძალიან ჰგავდა მოკლე როქს ეს გადაჯდომა.
მერე ესენი ბაზრობდნენ ძალიან სწორად და ლაზათიანად. ისე მომწონდა, რომ ხმის ამოღება არც მიფიქრია, ვუსმენდი და თან რა უნდა მეთქვა, ამათგან 10 წელზე ნაკლები არავის არ ჰქონდა ლაგერში გატარებული და მე 3 წელი ვიყავი და ბოლო 8 თვე სუ სახლი მესიზმრებოდა.
მალე დაამთავრეს, თუ მე მახსოვს რო მალე, აღარც ვიცი... შეიძლება ნიხვატკა მქონდა მაშინაც და ეხლაც იმ მასლაათის.
ეგრეა, ეგრე - სუ ამას ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ჭაღარები, შავ საროჩკებში და პატიოსანი სახეებით. აუ, რა სცენა იყო!!!!!!
მერე მახსოვს, სტადიონთან გადავედით და კალიუჩკა რო აქვს მარცხნივ, იქიდან გვინდოდა გაძრომა. უკვე ბნელდებოდა.
ჩვენ ჩამოვრჩით, მე და ბავშვი.
ამ პატარამ რაღაცას აუარა გვერდი, შეჩერდა, დააკვირდა, შეშინებულმა იყვირა და ჩამეხუტა აკანკალებული.
ეტყობა, ამის ხმაზე ოთხივე მობრუნდა წამში და ჯერ გაგვწიეს გვერდით და მერე თირავდნენ.
თეთრ ნაჭერში გახვეული ტისაკი იყო, სულ გასისხლიანებული.
"შეეშვით - დაანაბეთ - წავედით" თქვეს ხმადაბლა და ცოტა შეწუხებულებმა და გამოვბრუნდით.
შევედით რაღაც ძალიან განათებულ პარკში. მერე ძლივს მივხვდი, რო მუშტაეთია. ისე შეეცვალათ, რო, აი...
ხო ვამბობ, მერეღა მივხვდი.
იქ იყო ამერიკული მუსიკა ხმამაღლა და ბევრი გოგო-ბიჭი. გოგოები რაღაც საქმეებს არჩევდნენ B1 ინგლისურით. ბიჭები ჩუმად და მორცხვად იდგნენ და ერთი კიდე კუკუშკასთან ჩაკუზული ფსავდა.
ჩვენ არსად არ შევჩერებულვართ, პირდაპირ ძველ კარუსელთან მივედით.
ოთარი დაიხარა დაჯდა სკამეიკაზე, ხელი მომკიდა და მეც დამაჯინა.
- შენ უნდა ამიხსნა, რა მოხდა აქა, სანამ არ ვიყავიო - მეუბნება.
ეგეთი სტროგი მე ბავშვობიდან არ მახსოვს ოთარას სახე.
აზრზე არა ვარ, მე ვერაფერი ვერ შემიმჩნევია, ოთარ-მეთქი.
- და მერე შენა ეგ კარგი გგონია, რო ვერ შეგიმჩნევია, ძმაო?
ისეთი სახე ჰქონდა, რაზეც ჩაჯდა, მაშინ რო ჰქონდა კომისარიატთან და მაგრა მეწყინა, მე პროსტა ეგრე როგორ დამელაპარაკა-მეთქი...
უცებ მოეშვა, რო შემატყო და წამოდგა და ამათ ეუბნება:
"იცი, რა?!. იცი, რა, ძმებო?! აქაურობის დედა მო...ან, ამ გაბოზებული ქალაქის!"
უცებ ვიგრძენი, რომ ბაღი ძალიან სწრაფად ცარიელდება. ისე სწრაფად, რომ არანაირი ბუნებრივი შანსი ამისი არ არსებობს, რა...
გ ა ი კ რ ი ფ ნ ე ნ, რა...
ჯემალამ ხელი მიაფარა პირზე და მერე ჩაიკრა ეს აკანკალებული 4 კაცის პატიოსანი მკვლელი.
მერე რაც მოხდა, მირაჟივით იყო.
ორივე მხრიდან მოდიოდნენ.
ყველანი გაუპარსავები.
30-მდე კაცი ძველ და იაფ შარვლებში და შავ საროჩკებში.
გამოფიტული, მოტეხილები, მაგრამ ძალიან დასტოინი ნაბიჯით და განათებული სახეებით.
აი, მშობლიური ნაკვთები ყველასი. ბავშვობიდან ნაცნობი, მაგრამ არც რო იცი, ვინ არიან.
ეგრევე მივხვდი, რო წრეს გვიკეთებდნენ.
ერთს ეცვა შალის შავი ბეზრუკავკა და ახოვანი იყო.
ისე აიყვანა, არაფერი უთქვამს, ბავშვი და ჩაიხუტა.
- შემოგევლე შენა, შემოგევლე, როგორი ბიჭი ხარ თურმე... - ეუბნება და ცრემლები მოადგა.
მერე ჩამოსვა და კიდე ერთი იყო ამათში, სულ გათეთრებული, სიბარიტის კლასიკური ტიპი.
"წამო, მე შენ რა განახო" - უთხრა, ხელი მოჰკიდა და გაიყვანა იქით.
მე ერთი წამითაც არ შემშინებია, რო გაიყვანა. ტოჩნად ვიცოდი, რო არაფერი ცუდი არ იქნებოდა ბ ა ვ შ ვ ი ს თავს.
უცებ ამ ჟილეტიანმა ჯერ პადრუჩკუ გაუკეთა ოთარას და მერე ძალიან სწრაფად წააქცია კარუსელის ირგვლივ ჩაშენებულ მრგვალ სცენაზე. კი არ დააგდო, თავის მარცხენა მკლავზე თავი დააადებინა.
გავინძერით თუ არა, ხელი აგვიქნიეს, თავი არ გაიფუჭოთო...
რაღაც წამებში ხდება ესა. ჰა-ჰა, 15 წამი...
უცებ გავიგონე, როგორ ითქვა: "დანა დაადო"
მე დავინახე დანა კი არა, პატარა ნაჯახი ოთარას თავთან და ხელი მხარში მოვკიდე ამ მაღალს და მოვიზიდე.
ამომხედა და მეუბნება: "მორჩა, დამთავრდა, ხელი გამიშვი".
მერე ერთადერთი, რაც ახლა მახსოვს, ისე სწრაფად წავიდნენ, რო მხოლოდ მათ ზურგებს ვხედავდი, ოღონდ თან ყველას სახესაც თითქოს, სტრანნად...
ოთარა წამოდგა. ყელიდან სისხლი ასხამდა.
- ამათი დედა უნდა მო...ნა, - თქვა და გაიხადა ელიჩკას დახვედრებული საროჩკა და წავედით, საითკენაც ისინი.
ოთარას ნაკოლკას შევხედე
как мало пройдено дорог,
как много сделано ошибокვიღაცის ძლიერი ხელით დაწერილი სიტყვები.
მაშინვე დავინახეთ, რო ბრუნდებიან განაბები.
ნელა და სიმშვიდე მოაქვთ თითქოს რაღაცნაირად. მოჰყვებიან გახარებულ ბავშვს.
მოვიდა, ხის კოხტა ჩიკორი უჭირავს და ხელი მოჰკიდა ოთარას და ეუბნება: - ძია, იცი, ვინაები არიან? მიხვდი, ძია?
ოთარა დაიხარა და ძალიან სერიოზულად ეკითხება ამ პატარას: "მოიცა, ჩემო შვილო, ეგენი, ყველანი, ხო რამდენი ხანია... ხო ჩემს ბავშვობაშივე... შენხელა რო ვიყავი, მაშინ მოკვდნენ, არა"?
ესენი კიდე მოდიან ნელა და სევთიანათ.
ის ბეზრუკავკიანი მივიდა ოთარასთან, მაგრად ჩაიხუტა, მაგრად და ატირდა და ოთარასაც ცრემლი მოადგა, ვუყურებ და ეს აჩრდილები ეუბნებიან: “ოთარა, ჩვენი ხარ”!
ჰაერში კიდე წრიულად, ჩუმად მოძრაობდა რაღაც ძალიან კარგი თბილისური საგალობელი.
მე, აბა, რა ვიცი საგალობლისა, ერქვანიძესაგან რაც ვიცი, ეგაა...
ეს სიტყვები მეორდებოდა სუ:
"აი, გიცანი..."
This post has been edited by beatlesflacone on 2 May 2013, 10:32