მოკლედ, დღეს ასეთი რამ შემემთხვა
მოვდიოდით მე და ჩემი ჯგუფელი წყნარად ისნის მეტროდან მეორე ხაზამდე. ჩავედით სადგურის მოედნის კიბეებზე რომ წერეთლამდე გავიდეთ, გამოვიდა გვირაბიდან მატარებელი (რა თქმა უნდა ცარიელი) შევვარდით და დასაჯდომთან ვნახეთ მობილური... მოკლედ, ეხლა ორივე საგონებელში ვართ - რა ვუყოთ მობილურს... ვიფიქრეთ-ვიფიქრეთ და წამო პატრულს გავუტანოთო. მივუტანეთ პატრულს, მობილური ჩემმა ჯგუფელმა გადასცა პატრულის თანამშრომელს და აგვიყვანა განყოფილებაში (კერძოდ სადგურის მოედანი III-ის განყოფილებაში). შევედით (მარჯვენა ფეხით) და დავჯექით სკამებზე. სანამ შევიდოდით, ჯგუფელს ჩავჩურჩულე ეს საუკეთესო მომენტებია ჩვენს ცხოვრებაში თქო

მოკლედ, დავჯექით, პატრულის თანამშრომელმა ჩემ ჯგუფელს გამოართვა პირადობა (რადგან მან გადასცა მობილური ტელეფონი) და ამოწერა ქაღალდზე პირადი ინფორმაციები. შემდეგ ამოიღო ოქმის ქაღალდი და შეუდგა წერას. სანამ წერას დაიწყებდა, სადღაც გადარეკა, მობილურია ნაპოვნი და ოქმი შევადგინოო? იქიდან ეტყობა თანხმობა მისცეს და შეუდგა წერას. ამ დროს, ისმის ზარი მის ტელეფონზე, როგორც აღმოჩნდა პირველი ხაზის პატრულმა დაურეკა რომ ვიღაც გოგომ მობილური დაკარგაო. როდესაც გავიგე რომ გოგო იყო პატრონი, 2 რამეზე დავიწყე ფიქრი: 1) ის გოგო ლამაზი იყო თუ არა და 2) რამდენი ხანი უნდა გავჩერებულიყავით ამ პატარა ოთახში. მოკლედ, ამ პატრულმა არ იცოდა ოქმის დაწერა და სანამ თარიღი დაწერა, ის ქვედა პატრულიც ამოვიდა გოგოსთან ერთად... ცოტა მორიდებული გოგო იყო 2 საათი ეხვეწებოდნენ დაჯექი დაჯექიო

მოკლედ, ამ კაცმა ოქმი ვერ დაწერა და იმ ახლადამოსულმა დაიწყო ოქმის შედგენა. წაიკითხა ჩემმა ჯგუფელმა და ხელი მოაწერა (ამასობაში გავიდა ნახევარი საათი). ეხლა ეს ახლადამოსული პატრული ეუბნება იმას ვინც ჩვენ აგვიყვანა: "ქართლს" დაურეკე გამოვიდესო. მე როგორც ყველაზე ცნობისმოყვარემ, ჩავეძიე და ვკითხე ქართლი ვინაა თქო. ქართლი გამომძიებელიაო. ეგ რა საჭიროა თქო და იმან უნდა ჩაატაროს გამოძიება რომ ეს მობილური ნამდვილად ამ გოგოს ეკუთვნისო, მერე იმანაც ოქმი შეადგინოს და გადასცესო. რომ გადასცემს იმ გოგოს ხელწერილი უნდა დააწერინოსო. მოკლედ, დაურეკეს ქართლს და გამოვიდა (წერეთლიდან ვაგზლამდე 15 წუთი მოანდომა :|). სანამ ქართლი მოვიდოდა, ამ ახლადამოსულ პატრულს დავუწყე კითხვების დასმა, მაღლივის მეტრო როდის დასრულდება თქო და მაგას შენი შვილები თუ მოესწრებიან მადლობა ეთქმითო. სამუშაოები ხო დაიწყო თქო და კი მასე ამბობენ მაგრამ არაფერი არ კეთდებაო. მოკლედ, დიალოგში ჩავითრიე და კიდე დავაფქვევინე რუსთაველი 2-ზე რაღაცეები მაგრამ დიდი არაფერი. შემდეგ გამიჩნდა კითხვა, რუსთვაელის მეტროში ბარიერი რომ არის გაკეთებული იქ რომ შევიდე რამე მოხდება თქო? უბრალოდ პატრული შნეიშვნას მოგცემს და გამოგიყვანსო. თავისუფლებაზეც ხომ არის მაგდაგვარი ბარიერი და იქ რა ხდება თქო. ამ დროს ქუდი გაისწორა და მივხვდი რომ რაღაც ისეთი ვკითხე, რაზეც პასუხის გაცემა აკრძალული აქვს და მითხრა, მანდ იმიტოა ბარიერი, თინეიჯერები რომ არ დასხდნენ სალოთაოდ და დასაძინებლადო. მივხვდი რომ ზღვარს ვცდებოდი და გავჩერდი, თემა შევცვალე და უცბად მიხსენა ის კარები, რომელიც ომიანობის დროს ამოდის (ჰერმეტული კარები). ეგ კარგი ხანია ვიცი თქო და უცბად იმ პატრულმა გაიყვანა გარეთ და ეტყობა უთხრა ესეთ რამეებს ნუ უყვებიო. რომ შემოვიდა, თვითონაც სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი და ამით გამოვიტანე ეს დასკვნა. სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ქართლიც მოვიდა, ამ მობილურის იმეი კოდი ამომიწერეო, და როცა ამოვუწერე, იმ გოგოს უთხრა, აბა შენთან გადარეკეო. ამ გოგომაც დარეკა და გაისმა ლედ ზეპელინის სონგი ^^ გამომძიებელმა ამოიღო ფურცელი და წერას შეუდგა, იმ პატრულმა ვინც ჩვენ აგვიყვანა, ამ გამომძიებელს უთხრა, "მტკვარს" დავურეკო და ვუთხრაო? ახლა გაჩნდა კიდე ერთი კითხვა, ვინაა "მტკვარი"?

აღარ მინდოდა მეტი შეკითხვების დასმა და თავი შევიკავე... მოკლედ, გავიდა დაახლოებით საათნახევარი და გამოგვიშვეს.
ყველას გირჩევთ შემდეგს: თუ იპოვეთ მობილური მეტროში, ამოქექეთ ბოლოს განხორციელებული ზარი და დარეკეთ მასთან, მოახსენეთ რომ იპოვეთ მობილური ტელეფონი, შეხვდით და გადაეცით. ძალიან დიდი პროცესია ეს ტელეფონის გადაცემა პატრულის მეშვეობით :| თუ საფულე იპოვეთ, ამ შემთხვევაში ვაბშე არ გახსნათ და გადაეცით პირდაპირ პატრულს (ამ თემაზეც გვქონდა საუბარი).
ასევე დავადგინე ის, რომ მეტროში მსუბუქი დანაშაულის დროს (რელსებზე ჩახტომა, მატარებლის მოძრაობის შეფერხება და ა.შ) არ ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით რომელიც გულისხმობს 2 ხელფასის ჩამოჭრას. (პატრულმა მითხრა ეს ზაპროსტა წერია თორემ ისე არ სრულდებაო) უბრალოდ შენიშვნას მოგცემენ ან განყოფილებაში გაყურყუტებენ 1-2 საათით. ასევე არ აქვთ უფლება შეატყობინონ თქვენს მშობლებს რაიმე დანაშაული თუ ჩაიდინეთ (იგულისხმება სრულწლოვან პირზე).
ისიც გავარკვიე რომ სურათის გადაღება არ იკრძალება მეტროში. ადრე იკრძალებოდა (ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა პატრულმა)
მოკლედ, თითები დამატყდა

იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ^^ მე ძალიან ვისიამოვნე იქ ჯდომით და იმ პატრულთან დიალოგით, ძალიან კარგი ადამიანი იყო და ყველაფერზე აბსოლიტურ პასუხებს მცემდა ^^
This post has been edited by lukako93 on 17 Dec 2012, 20:56