2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სულ საგზაო საფარი 100.8 კილომეტრზეა დაგებული,
ხოლო მოძრაობა კი 86,4 კილომეტრზეა გახსნილი.
2013 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი 286 020 250 ლარს შეადგენდა.
აქედან, ათვისებული იქნა 267 384 633,03 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 93,48%-ს შეადგენს.
2013 წელს სამშენებლო სამუშაოები 111 კილომეტრზე მინდინარეობდა, რაც წინა წლის აქტივობას 34 კილომეტრით აღემატება
(2012 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 77 კილომეტრზე მიმდინარეობდა).
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, საგზაო საფარი 28,1 კილომეტრზე მოეწყო, კერძოდ:
რუისი-აგარა 3 კილომეტრი,
ქობულეთის შემოვლითი გზა – 12,4 კილომეტრი,
ქუთაისის შემოვლითი გზა – 6,2 კილომეტრი,
ქუთაისი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე – 6,5 კილომეტრი.
მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4 კილომეტრიან ახალი მიმართულების გზაზე და რუისი-აგარის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიხსნა.
2013 წელს, სულ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 15,4 კილომეტრზე გაიხსნა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 13,9 კილომეტრით მეტია
(2012 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ 1,5 კილომეტრზე გაიხსნა, კერძოდ ლიახვის ესტაკადებზე).
ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ყველაზე მეტი სამუშაო 2013 წელს შესრულდა.

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები 111 კილომეტრზე იყო დაგეგმილი,
2013 წელს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობა
51.7 კილომეტრზე უნდა გახსნილიყო.
კერძოდ, რუისი-აგარის 8 კილომეტრი, ქუთაისი-სამტრედია – 14 კილომეტრი, ქუთაისის შემოვლითი გზა – 17,3 კილომეტრი და
ქობულეთის შემოვლითი გზა – 12,4 კილომეტრი.
დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, გეგმის მიხედვით,
2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა
15,4 კილომეტრზე გაიხსნა.
კერძოდ, რუისი-აგარა – 3 კილომეტრი და ქობულეთის შემოვლითი გზა – 12,4 კილომეტრი.
როგორც ვხედავთ, დეპარტამენტის 2013 წლის 6 თვის ანგარიშსა და დეპარტამენტიდან ოფიციალურად მიღებულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობაა.
ზემოაღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, კომენტარი საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს,
რუსუდან ხუბულავას ვთხოვეთ.
მისი განმარტებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 52 კილომეტრზე გზის გახსნა იყო არა ვალდებულება, არამედ პოტენციალის განსაზღვრა
(ე.ი იმის პროგნოზი, თუ რამდენ კილომეტრზეა შესაძლებელი გზის საფარის დაგება და მოძრაობის გახსნა, თუ ამისთვის ხელსაყრელი მეტეოროლოგიური
პირობები იქნებოდა).
მისი თქმით, 2013 წლის გაზაფხული და ზაფხული, სეზონი, როცა გზის სამუშაოების ძირითადი ნაწილი სრულდება, წვიმიანი იყო. ეს კი სამუშაოების
წარმართვას აფერხებდა. კონტრაქტორი ფირმაც და დამკვეთიც, ხარისხზეა ორიენტირებული და წვიმიანი ამინდი კი სამუშაოების ხარისხიან შესრულებას
ხელს უშლის.
თუმცა, ჩქროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ გასული წლის 18 ნოემბერს სტატიაში, საავტომობილო გზების განვითარებისა და
რეკონსტრუქციის მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსი, ბეჟან მინჯორაია აცხადებდა, რომ იმ დროისთვის ჩქაროსნულ ავტომაგისრალზე ძირითადი
სამუშაოები, რომელიც შეიძლებოდა სეზონურობის გამო შეფერხებულიყო, უკვე შესრულებული იყო და სეზონურ შეზღუდვებს სამუშაოების დასრულებისთვის ხელი აღარ უნდა შეეშალათ.......
წყარო:
http://factcheck.ge/article/erthi-tslis-ma...ivs-moakherkha/ * * *