Nescafe13დიდი არაფერი
ავტობუსები, ტროლეიბუსები, ყვითელი ტაქსები, წყლის ჩამოსასხმელი აპარატები რომლებიც მუდმივად სიროფს იპარავდნენ და მაგარი ჭიქის გასარეცხი დევაისი ქონდათ
ცარიელი მაღაზიები, არაფერი არ იშოვებოდა. ერთი და იგივე ზოლიანი სპორტული შაევლები და ჩინური კედები
ბოტასები რაღაც სასწაულად ითვლებოდა
ჯინსებისთვის სასტავი ყაჩაღობდა
კინოთეატრებში სიარული- ერთიდაიგივე ფილმები
ციგნებთან ჟუაჩკები და სიგარეტები
ჩუმათ ამერიკის ხმის მოსმენები
ლაღიძის წყალი მართლა მაგარი იყო - მარტო მაგის გულისთვის ღირს დროის მანქანის გამოგონება
ოოო მონპასი - ეს ცალკე თემაა
პროდუქტისთვის ბაზარში სიარული და ათობით კილოს ხელით თრევა - ვაგზლიდან სახლამდე

))))
შავთეთრი ტელევიზორი რომელიც ერთი და იგივეს აჩვენებდა, ერთი და იგივე ფილმები და ერთი და იგივე მულტფილმები
სათამაშო არა კვახი - არაფერი ნორმალური არ იშოვებოდა
არც მანქანის საბუავი იშოვებოა, დორნიკებს იპარავდნენ
მანქანებსაც ტეხავდნენ არაფრის გულისთვის
იყო პერიოდი როცა ბენზინიც არ იშოვებოდა
ისე ადრე სადღაც 70 იანებში ზოოპარკი მართლაც მაგარი იყო
კიდე მთაწმინდის პარკში იყო კაი ნაყინი და პეპსიკოლა

)))