მუხიანი (რა აშენდა და როგორი უნდა ყოფილიყო)
ფართობი 88 ჰექტარი (5 მიკრო რაიონი)
თბილქალაქპროექტი 1982 (ავტორები: გივი შავდია, მურმან გოგიშვილი, ხოლო ცალკეული მიკრორაიონის ავტორები -- ვალერი რცხილაძე, შოთა გვანცელაძე და ილო ყავლაშვილი)
აუშენებელი დარჩა:
ცენტრალური სავაჭრო-სოციალური-კულტურული სპორტული ცენტრი, კინოთეატრებით, პიონერთა სასახლეები, საგამოფენო დარბაზი, ტექნიკუმი, პროფტექნიკური სასწავლებელი, სტადიონი, საცურაო აუზები, სასპორტო მოედნები, საკოლმეურნეო ბაზარი, უნივერმაღი და ა.შ რომელიც უნდა განთავსებულიყო დღევანდელ ალექსი გობრონიძის ქუჩასა და ქალაქის ზღვის შემოსავლელ უწყვეტი მოძრაობის მაგისტრალს შორის.
შედგება 5 მიკრო რაიონისგან რომელთაგან მხოლოდ 4 აშენდა. მთაგორიანი მეხუთე მიკრო რაიონი მარატ ნოზაძის ქუჩის გაყოლებაზე ფუნიკულიორით დარჩა მთლიანად აუშენებელი.
საიხლეს წარმოადგენა ე.წ საცხოვრებელი ქუჩების (ნონეშვილი & დუმბაძე) ჩამოყალიბება სადაც ტრანსპორტს არ უნდა ევლო. ეს ფუნქცია დაკარგეს ამ ქუჩებმა იქიდან გამომდინარე რომ ალექსი გობრონიძის და მარატ ნოზაძის ქუჩები ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და წრე ვერ შეიკრა.
უწყვეტი მოძრაობის მაგისტრალი სრულიად აუშენებელი დარჩა.
მეოთხე მიკრო რაიონში სტადიონის აშენება ვერ მოესწრო.
თითზე ჩამოსათვლელი ცალკეული საცხოვრებელი კორპუსები აუშენებელი დარჩა ამჟამად არსებულ 4 მიკრო რაიონშიც.
მეტროს ხაზი ახმეტელიდან მიემართებოდა გლდანის 3-4 მიკროს შუამდე შემდეგ კი უხვევდა მუხიანისკენ და ერთ სადგური უნდა განთავსებულიყო მარატ ნოზაძის ქუჩაზე ნონეშვილის ქუჩის მიდამოებში შემდეგი კი რადიოქარხანასთან, შემდგომ მეტრო მიემართებოდა თემქაზე და ავშნიანის დასახლებისკენ, იქიდან საჯერნოსკენ და ვარკეთილის მეურნეობისკენ შემდეგ კი ვარკეთილში წრეს კრავდა.
ისტორიული რეკურსი როგორ წარმოიშვა და შენდებოდა „მუხიანი“
როგორ იბარტყა ჩვენმა ქალაქმა "იყო საბურთალო. დიღომი. თემქა, ვარკეთილი, ვეძისი, გლდანი, ფონიჭალა, ვაზისუბანი, ბახტრიონი, ნუცუბიძის პლატო და აი, თბილისის მიწაზე კიდევ ერთი დასახლების „ნათლობა“ მოსდა — გაჩნდა ახალი სახელი, ახალი სიცოცხლე... მუხიანის საცხოვრებელი რაიონი., _ ჯერ სულ პატარაა, ფეხი მხოლოდ ახლახან აიდგა, მაგრამ როცა დავაჟკაცდება და მხრებს გაშლის, მაშინ ნამდვილ ქალაქს დაემსგავსება, მისი მოსახლეობა 42 ათასს გადაამეტებს, ფართობი კი 88 ჰექტარს მიაღწევს.
თუ გსურს „ახალშობილი“ ნასო. მის ადგილსამყოფელს ასლოს გაეცნო, ჯერ თემქის დასასლებას სულ ზევით და ზევით უნდა გაჰყვე. როცა უკვე საზღვარს მიუახლოვდები და აქ აღმართულ თეთრად მოქათქათე უკანასკნელ მაღლივ კორპუსებს გასცდები, მოულოდნელად შენს თვალწინ გორაკების რკალში მოქცეული უზარმაზარი ტაფობი გადაიშლება, — აი ეს არის მუხიანი, — გვეუბნება ჩვენი თანამგზავრი,— ამ დასახლების პირველმშენებელი, თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის 7-ე სამმართველოს უფროსი ნოდარ ხარაბაძე.
შორს, ჩვენს მოპირდაპირე მხარეს და მარცხნივ — ტაფობის მიღმა, მაღლობზე გაშენებული გლდანის საცხოვრებელი მასივი მოჩანს. მარჯვნივ, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი უკვე ავშნიანის საზღვრებია. ხოლო ოდნავ ქვევით თუ ისევ მარჯვენა მხარეს გაუყვები, პატარა გორაკის მიღმა თბილისის ზღვა გადაიშლება.
მომავალ დასახლებას ორი მხრიდან — დასავლეთით და ჩრდილოეთით, ხევძმარას ხევი გასდევს. ადგილი მართლაც რომ ხელსაყრელი და სანაქებოა! მომავალ „თანამგზავრზე“ დაბეჯითებით ჯერ ვერაფერს იტყვი, იგი სომ ახლახან იშვა, მაგრამ მისი განაშენიანების პროექტს თუ გაეცნობი, მაშინ უკვე ნამდვილად ირწმუნებ, რომ აქ იქნება დედაქალაქის საუკეთესო საცხოვრებელი, რაც კი ამ ბოლო წლებში ახალი დასახლებების განაშენიანება-დაპროექტებაში დადებითი გამოცდილება დაგროვდა, მუხიანშია გათვალისწინებული. სხვანაირად არც შეიძლება. ცხოვრება იცვლება, წინ მიდის, ხვალინდელი დღე გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოს! ამ დასახლების მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ მას ექნება, ასე ვთქვათ, საკუთრი „ავტონომია“, აქაური ახალომmსახლეები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე ქალაქის ყველა სიკეთით. მოკლედ თუ სიტყვით, ეს იქნება ქალაქი ჰალაქში მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცალკე გაშენდება დაგეგმარებითი რაიონული ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მარტო მუხიანს, არამედ გლდანის, თემქის, ავჭალის არსებულ და ავშნიანის მომავალ დასახლებებს. - როგორი იქნება ეს ცენტრი, რა აშენდება მის ფარგლებში? - პირველ რიგში იგი თავის მხრივ დაიყოფა კულტურულ, სპორტულ და სავაჭრო ცენტრებად, სადაც აიგება კინოთეატრები, კულტურისა და პიონერთა სასახლეები, საგამოფენო დარბაზი, ტექნიკუმი, პროფტექნიკური სასწავლებელი, სტადიონი, საცურავი აუზები, სხვადასხვა სახის სასპორტო მოედანი, საკოლმეურნეო ბაზარი, უნივერმაღი და ა. შ. საგულისხმოა ისიც, რომ მომავალში გლდანიდან ავშნიანისაკენაც გამოემართება მეტროპოლიტენის ტრასა და ორი სადგური მუხიანში აიგება.
რაც შეეხება თვით საცხოვრებელ მასივს, იგი 5 მიკრორაიონად არის დაყოფილი და ძირითადად მსხვილბლოკიანი და მსხვილპანელიანი 9-სართულიანი სახლებით გაშენდება. ამასთან ერთად, დასახლების მოცულობით-მხატვრული კომპოზიციის გასაძლიერებლად იწარმოებს 8 და 12-16-სართულიანი კოშკურა ტიპის საცხოვრებლების მშენებლობაც. არსებული დასახლებებისაგან განსხვავებით, გათვალისწინებულია ე. წ. საცხოვრებელი ქუჩების, როგორც ქალაქური სტრუქტურის აქტიური ელემენტის აღორძინება. ცხადია, გამორიცხულია ამ ადგილების საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის გამოყენება, ამგვარი მიზნით კი დასახლების ირგვლივ მრავალკილომეტრიანი წრიული მაგისტრალი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია ორი ასეთი საცხოვრებელი ქუჩის გაყვანა, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, ხევძმარას მიმართულებით მიემართებიან, მუხიანს მთელ სი. გრძეზე კვეთენ და წრიულ მაგისტრალს ორსავე მხარეს უკავშირდებიან. მათ შესაყარზე იქნება სამგზავრო ტრანსპორტის გაჩერებები, რაც მოსახერხებელს გახდის საცხოვრებელი მასივის ამა თუ იმ მიკრორაიონთან ახალმოსახლეთა მიმოსვლას. • საცხოვრებელი ქუჩების შენობათა ფასადები გაფორმდება მხატვრულ-გამომსახველობითი ელემენტებით, რეკლამებით, აქვე მოეწყობა მცირე არქიტექტურული ფორმები, გაზონები, დეკორატიული კუთხეები. სასლების პირველი სართულები მთლიანად დაეთმობა სავაჭრო, საყოფაცხოვრებო, კულტურული, კომუნალური და სხვა დანიშნულების ობიექტებს. ამ ქუ_ჩებზე განლაგებული შენობები თავის მხრივ ჯგუფ-ჯგუფად, ერთგვარ კომპოზიციურ უჯრედებად დაიყოფიან, რომლებიც შიგა მხრიდან საერთო სარგებლობის ეზოებს უკავშირდებიან.
ყველა საცხოვრებელ მიკრორაიონს ექნება თავისი სასკოლო კომპლექსი 2.500 მოსწავლეზე, ბაგა-ბაღები, სასპორტო მოედნები, სკვერები, დასასვენებელი ადგილები, მიწისქვეშა გარაჟები.
დაგეგმარებითი რაიონული ცენტრის გარდა, ერთი სტადიონი მოეწყობა კიდევ მუხიანის აღმოსავლეთით მდებარე მე-4 საცხოვრებელ მიკრორაიონში. სახეს იცვლის და დასახლების მშვენებად გადაიქცევა ხევძმარას ხევი. ამჟამად მიმდინარეობს ამ ადგილის ამოვსება მოსწორება, რომლის შემდეგაც აქ ნაწილობრივ გაივლის სატრანსპორტო მაგისტრალი, მოეწყობა მიწისქვეშა გარაჟები, მოედნები, მწვანე მასივები, წყლის სარკეები, დასასვენებელი ადგილები და ა. შ.
მუხიანის დასახლების მთლიანი განაშენიანება მე-11 ხუთწლედში უნდა დამთავრდეს. შემდეგ გათვალისწინებულია კიდევ ერთი მეხუთე მიკრორაიონის მშენებლობა, რომელიც ხევძმარას ხევის გადაღმა მდებარე ჩრდილოეთ ფერდობს მოიცავს. მაშინ მთლიანი მოსახლეობა უკვე 50 ათასი გახდება. აქ არქიტექტორები აპირებენ განსხვავებული ტიპის, არსებული მალლივი რელიეფის შესატყვისი სახლების მშენებლობას. ერთი რამ ცხადია, ეს ადგილი მომავალში მთელი საცხოვრებელი მასივის მშვენებად გადაიქცევა. · მე-12 ხუთწლედში კი აღმოცენდება დედაქალაქის კიდევ ერთი თანამგზავრი — ავშნიანის დასახლება, შემდეგ საჯეირწოსი და ასე თანდათან ხორცს შეისხამს გენერალური გეგმა -თბილისის ზღვა ახალმშენებლობათა რკალში მოექცევა.
მუხიანის დასახლების განაშენიანების პროექტი თბილქალაქპროექტის (დირექტორი თ. თევზაძე) მთელი კოლექტიკის დაუცხრომელი შემოქმედებითი ძიების შედეგია. დეტალური დაგეგმარების პროექტის მთავარი არქიტექტორია მურმან გოგიშვილი, ხოლო ცალკეული მიკრორაიონის ავტორები -- ვალერი რცხილაძე, შოთა გვანცელაძე და ილო ყავლაშვილი. მშენებელთა პირველი ჯგუფი შარშან გაზაფხულზე ეწვია მუხიანს. ესენი მთავართბილმშენის მიწისქვეშა სამუშაოთა სამშენებლო-სამონტაჟო სპეციალაზებული ტრესტის (მმართველი დ. გუგუციძე) #1 და #2 სამმართველოების უფროსები თ. კახაძე და თ. ანდღულაძე) წარმომადგენლები იყვნენ. ჯერ მათ გაამზადეს ვრცელი ტერიტორია მომავალი დასახლების დასაფუძნებლად — გაიყვანეს მისასვლელი გზები, გაჭრეს შენობათა ქვაბულები, მრავალ კილომეტრზე ჩააწყვეს წყყლის, დენის, გათბობის, გაზის, კანალიზაციისა თუ სხვა სახის მიწისქვეშა კომუნიკაციები. როცა ეს საქმე მოთავდა, აგვისტოში უკვე პირველი სახლის მონტაჟი დაიწყო. ამ საპატიო მისიას ჩვენს რესპუბლიკაში საქვეყნოდ ცნობილმა კოლექტივმა, მთავართბილმშენის # 14 ტრესტის მე-7 სამმართველომ მოჰკიდა ხელი. სწორედ აქაურმა მშენებლებმა ჩაუყარეს საფუძველი 200-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. შემდეგ შრომის ფერხულში ჩაება ტრესტის მთელი კოლექტივი — სახლების მონტაჟს და მოპირკეთებას შეუდგნენ 2, 3, 8, 9, 10 სამმართველოების უფროსები ო. აფხაზავა, თ. ჯამასპიშვილი, ა. სილაგაძე, ჯ. ხაზარაძე, რ. თუთაშვილი, ე. ტიმჩენკო). ერთდროულად მიმდინარეობს რამ
დენიმე კორპუსის მშენებლობა.
ახლახან პირველმშენებლებს შეუერთდა მთავართბილმშენის #2 ხახლთმშენებელი კომბინატიც (დირექტორი ვ. დუმბაძე), რომელიც მსხვილპანელიან სახლებს აშენებს.
ახალ დასახლებაში პირველი საცხოვრებელი კორპუსის საექსპლუატაციოდ გადაცემა მაისისათვის არის გათვალისწინებული. აქ 200 ოჯახი დაიდებს ბინას. შემდეგ სხვა სახლები ჩადგება მწყობრში და ასე თანდათანობით იმრავლებს აბალსახლობა. წლის ბოლომდე კიდევ ათასობით თბილისელი დალოცავს ბედნიერების ჭერსა და ფუძეს. გავა დრო და კიდეთკიდემდე - ახალი სიცოცხლე, ზღვა სიხარული დაისადგურებს, ხორცს შეისხამს ხუროთმოძღვართა და მშენებელთა პროზა, ძიება — თბილისის მიწაზე აღმოცენდება მომავალის ქალაქი — მუხიანის ლამაზი დასახლება.
* * *
თბილისის ყველაზე დიდი აუშენებელი საცხოვრებელი რაიონი „ავშნიანი“. პროექტი შედგენილია გენერალური სქემის საფუძველზე, 1973 წელს "თბილქალაქპროექტში." რომლის მიხედვით „ავშნიანის“ დასახლება სამ საცხოვრებელ რაიონს შეიცავს. (ავტორები: ნ. მიქაძე, ო. მანჯავიძე, ვ. ნუცუბიძე, დემურ სვანიძე)
„ავშნიანის“ ტერიტორია ესაზღვრება თბილისის ზღვას და მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც მანამდე ავჭალის საბჭოთა მეურნეობის მიწები და საკარმიდამო ნაკვეთები იყო. ორი - პირველი და მეორე - რაიონის ტერიტორია 415 ჰექტარია. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთიდან მესამე საცხოვრებელი რაიონის ტერიტორია, აღმოსავლეთით - კვირიკობის ხევი, სამხრეთით - თბილისის გენერალური გეგმით დასახული უწყვეტი მოძრაობის მაგისტრალი და თბილისის ზღვის სანაპიროები.
პროექტით პირველ საცხოვრებელ რაიონს სამხრეთით და დასავლეთით ჩქაროსნული გზა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები ესაზღვრება, ჩრდილოეთით -ქალაქის საავადმყოფო (პროექტი). ამ რაიონს საქალაქო მაგისტრალი ორ ნაწილად ყოფდა. იგი წრიული მაგისტრალის მონაკვეთს წარმოადგენდა და ავჭალა-გლდანის გეგმარებითი რაიონის ცენტრალური რაიონის გაგრძელება იყო. რაიონის ფარგლებში მაგისტრალს გასდევდა ადგილობრივი მნიშვნელობის ცალმხრივი მოძრაობის გზები. ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელი რაიონის ცენტრი იყო დაგეგმარებული კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სავაჭრო ობიექტებით. იგი უშუალოდ ეკვროდა თბილისის ზღვის დასვენების ზონას. ჩქაროსნული მაგისტარლის გასწვრივ დაგეგმილი იყო ქვეითთა გადასასვლელები სატრანსპორტო მაგისტრალზე. რაიონის განაშენიანება პროექტით ნავარაუდევი იყო კასკადური და ტერასული ტიპის სახლებით, რაც რელიეფს უნარჩუნებდა ამფითეატრულ ხასიათს. რაიონის ცენტრში ე.წ. ფორუმთან დაპროექტებულია მაღლივი „წერტილოვანი“ სახლების ჯგუფი. მათ განაშენიანებაში დომინანტის როლი ეკისრებოდა. ეს სახლები მარტოხელათა და მცირერიცხოვანი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი. დაქანებული ფერდობების დამუშავება ნავარაუდევი იყო ტერასებად, მათ შორის მოწყობილი კიბეებით, პანდუსებით და ესკალატორებით. პირველი რაიონის ცენტრი მეორის ცენტრს ფეხით მოსიარულეთა ხიდით უკავშირდებოდა. ეს ხიდი გადიოდა გამწვანების ზოლში, სადაც გათვალისწინებული იყო ორივე რაიონის სპორტული ცენტრი, რომელიც, ამავე დროს, რაიონის გეომეტრიულ ცენტრში მდებარეობდა. პირველი რაიონის სპორტული სექტორისათვის განკუთვნილი ფართობი გადატანილი იყო მეორის ტერიტორიაზე. პირველში მხოლოდ მიკრორაიონული მნიშვნელობის სპორტული ბაქნები რჩებოდა. გათვალისწინებული იყო თბილისის ზღვის სიახლოვეც.
პირველი რაიონი შედგებოდა ოთხი მიკრორაიონისგან - 18, 12, 14, 16 ჰა (სულ 60) კასკადური სახლები რელიეფის პერპენდიკულარულად იყო დაგეგმარებული და ორიენტირებული სამხრეთ-აღმოსავლეთით.
საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარი იყო ჯგუფები, მათგან კი - კომპლექსები. საცხოვრებელ ჯგუფს ორი კასკადური კორპუსი წარმოადგენდა. მათ შორის ყველაზე მაღალ ნიშნულზე ჩართული იყო მაღლივი შენობა, რომელიც, აგრეთვე, საფეხურებად ეშვებოდა ხევძმარასკენ. კორპუსებს შორის კავშირი ხორციელდებოდა ახალი პირველადი მომსახურეობის ბლოკის მოცულობით. ყოველ ორ ჯგუფს შორის საბავშვო ბაგა-ბაღი მდებარეობდა, რომელიც 140 ბავშვზე იყო გათვალისწინებული. კომპლექსებს შორის გარღვევებია - ცენტრში - 220 მ. სიგანის, ხოლო გვერდებზე 150 მ. ცენტრალური გარღვევა ფორუმის გაგრძელებაა. რელიეფი საშუალებას იძლეოდა მოწყობილიყო სატრანსპორტო ქუჩებზე ზემოდან გადასასვლელები და მიწისქვეშა ავტოსადგომები. ხევძმარის ფერდობებს გასდევდა სამანქანო გზა; მის პარალელურად ფეხით სასიარულო ბილიკებია; გარღვევებში ნავარაუდევი იყო საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებები. ფორუმის გავლით გრძივად გადიოდა მთავარი ბულვარი, რომლის ორსავე მხარეს სასკოლო მოედნები იგეგმებოდა. აქ ორი სკოლა იყო დაგეგმარებული, თითოეული - 1548 ბავშვზე.
რაიონის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სადაც შედარებით მაღალი ნიშნულებია, საცხოვრებელი კომპლექსი ქვედა ნაწილში მთავრდებოდა ტერასული ტიპის ერთ-ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლებით. აქ ქანები 20%-ს აღწევს. განაპირა კონცხზე, საიდანაც ვრცელი ხედი იხსნება, განლაგებული იყო საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები და საბაგირო გზის შუალედი პუნქტი ავჭალა-გლდანის დამაკავშირებელი რაიონის ცენტრთან და „ავშნიანთან“. მეორე საცხოვრებელი რაიონი შედგებოდა სამი მიკრორაიონისაგან, თითოეული - 12 000 მაცხოვრებელზე. სამივე განლაგებული იყო საქალაქო მაგისტრალის გასწვრივ, რომლის გაყოლებით დაპროექტებული იყო, აგრეთვე, ყველა მომსახურე ობიექტი. ეს ხაზოვანი ცენტრი ვითარდებოდა მესამე მიკრორაიონის ტერიტორიაზეც და წარმოადგენდა გამწვანების ფართო ზოლს, რომელშიც ჩართული იყო რაიონული მნიშვნელობის სპორტული სექტორი.
პირველი მიკრორაიონი - ფართობით 33 ჰექტარი - შედგებოდა ოთხი საცხოვრებელი კომპლექსისგან, თითოეული - 4000 მაცხოვრებელზე. ყოველი საცხოვრებელი კომპლექსი შედგებოდა ოთხი საცხოვრებელი ჯგუფისგან. მაგისტრალის გასწვრივ დაპროექტებული იყო 12 სართულიანი ბლაგვკუთხა საცხოვრებელი კორპუსები. მათ ყველა სართულში და დაბალსართულიან ნაგებობებში კულტურული, საყოფაცხოვრებო და სავაჭრო დაწესებულებები თავსდებოდა. საცხოვრებელი სახლების მწკრივი მთავრდებოდა მაღლივი სახლების ჯგუფით, რომელიც განთავსებული იყო ტერასირებული, დაბალსართულიანი ნაგებობების ზემოთ. შიდა ეზოების სივრცე ერწყმოდა საზოგადოებრივ ტერიტორიებს. კვირიობის ხევის გასწვრივ განლაგებული იყო ორი საცხოვრებელი კომპლექსი, თითოეული - 4 ათას მაცხოვრებელზე. კომპლექსი წარმოადგენდა საფეხურიანი სახლების უწყვეტ რიგს და ორიენტირებული იყო ხევის გასწვრივ მდებარე საზოგადოებრივი დანიშნულების გამწვანებულ ტერიტორიებისკენ. ქვედა სართულების გახსნა ხელს უწყობდა რელიეფისა და განაშენიანების ერთიან აღქმას. მიკრორაიონში დაპროექტებული იყო ორი სკოლა. თითოეული - 1548 მოსწავლეზე და 3 საბავშვო ბაგა-ბაღი. რაიონის სატრანსპორტო მომსახურება ხორციელდებოდა ჩიხური გზებით.
მეორე მიკრორაიონიც, ფართობით 33 ჰექტარი, სამი კომპლექსისგან შედგებოდა. აქაც ნავარაუდევი იყო კასკადური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ფერდობები ტერასირებულია, ნაგებობების პირველი სართული გახსნილია საქალაქო მაგისტრალთან, წერტილოვანი მაღლივი სახლების ჯგუფებსა და მეორე საცხოვრებელ კომპლექსს შორის დაპროექტებულ ტერიტორიაზე იყო კულტურული და სპორტული სანახაობის ობიექტები.