ჩამოვედი, აზალით ვიფრინე ნიუ იორკიდან.
არაუშავდა სერვისი იყო. თვითმფრინავი კარგია. ეკონომ კლასში საკმაოდ დიდი legroom, pitch და სკამის სიგანეც. გართობის სისტემა არ უვარგათ, ძალიან ცოტა და ძველი კინოები. თუმცა სხვა ხრივ კარგი მომსახურება ქონდათ. საჭმელი როგორც ყველა სხვა დანარჩენ ყოფილ საბჭოურ ავიაკომპანიას დიდი ვერაფერი იყო. თუმცა 3-4 ჯერ გვაჭამეს.
მე ჩამოვედი, მაგრამ ჩემი ბარგი არ ჩამოვიდა. დამიკარგეს სამივე ჩანთა. ორი ნასკის და ტრუსიკის ამარა ვარ.

იმედია დღეს ჩამოვა. ბაქოდან თბილისამდე E190 ია და როგორც ჩანს ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამის გამო დატოვეს ზოგი ბაქოში.
სხვა მხრივ არაუშავდა, ჯამში ფასის შესაბამისად უკმაყოფილო არ ვარ. ბაქოსა და თვითმფრინავში ყველას გონია რო რუსულად ლაპრაკობ და ეგრევე რუსულად გებაზრებიან. ინგლისურს ცოტას მოიკოჭლებენ.