საირმე-აბასთუმანის, იმერეთი-რაჭას, სვანეთის ახალი გზის, ხევსურეთის და მთა-თუშეთის საავტომობილო გზის დაპროექტებაზე ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მომავალ წელს ყველა ამ მონაკვეთზე პროექტი მზად იქნება და სამუშაოები 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის დასაწყისში დაიწყება.
მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ვაცხადებთ ტენდერს, საირმე-აბასთუმანის, იმერეთი-რაჭას, ხევსურეთის და მთა თუშეთის, ასევე სვანეთის ახალი გზის დაპროექტების თაობაზე.
რაჭის კუთხით, რამოდენიმე მიმართულება განიხილება, შეიძლება 30-40 კილომეტრიანი მონაკვეთი გამოვიდეს, დაპროექტების შედეგად ზუსტად იქნება შერჩეული ოპტიმალური ვარიანტი", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობაზე მთავრობა დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს გეგმავს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება დაფინანსების და მშენებლობის ზუსტი გრაფიკი.
http://businesscontact.ge/ka/article/sairm...mocxaddeba/5109
მიმაგრებული სურათი