დღეს საღამოს კვლავ ვიყავი გასული წერეთლზე ფეხით დეტალურად დასაკვირვებლად. შუადღეს მანქანით ვიარე მთელ ჭავჭავაძეზე. გიზიარებთ ჩემს დაკვირვებებს და რეკომენდაციებს. საინტერესო იქნება თქვენი ანალიტიკა, გააჟღეროთ! (ბოლოში მუქად არის შეჯამება)
1. წყნეთის ქუჩის არკასთან:
-თამარაშვილზე წყნეთის ქუჩის არკასთან მარცხნივ ამხვევი ნაკადი კვლავ იკეთებს კუდს. ვერ გადადის ავტობუსი დიაგონალზე. ფორსმაჟორია!
გამოსავალი: 2 გამოსავალი ადრეც ვთქვი და ეხლა ვამატებ მესამეს. 1 გამოსავალი იყო: უფრო მალე გაუმწვანეთ მეთქი ამ ნაკადს, ბაგებიდან საბურთალოსკენ წამსვლელი ნაკადის გაწითლების ხარჯზე (თუ? ეს შესაძლებელია). თუ არა 2. დახაზეთ ყვითელი ბოქსი წყნეთის ქუჩის არკასთან, იდეალური ადგილია. ვიცი ამას არაა მიჩვეული ჩვენი მძღოლები მაგრამ მანდ მართლა იდეალური ადგილია ყვითელი ბოქსისთვის. დაე, დაელოდონ მანქანები თავად თამარაშვილზე, ვიდრე შუქნიშანთან გადავიდნენ და ჩაუხერგონ ავტობუსს დიაგონალზე გადასვლა. დღეს სპეციალურად მანდ სულ ზოზინით ვიარე და რო შევატყვე ვერ ჩავეტევოდი გავაჩერე მწვანე შუქნიშანზე და ველოდე. უკნიდან დამიწყო ვიღაც (შტერმა) სიგნალი. ესაა ფორსმაჟორი! არაა ნორმალური! გადასაჭრელია. დახაზეთ ყვითელი ბოქსი. ან 3. სულ ახალი შემოთავაზება: ეს ნაკადი რომელიც ეხლა 2 ზოლად გროვდება სკვერში გაჭრილ გზაზე, გაუკეთე მე-3 ზოლი (ფერდები ჩაუთალე სკვერს). მაშინ იმედია უკვე მანქანები დაეტევა. შემდეგ ეს 3 ზოლი მარცხნივ აუხვევს წრეთელზე 4 ზოლში და გადანაწილდება ვაკისკენ და საბურთალოსკენ. ესაა გამოსავალი. როგორცაა ისე დატოვება დაუშვებელია!!! გესმით ტრანსპორტნიკებო!!! დაუშვებელია. იღონეთ რამე, გამოსავალი!!!
2. ჩოლოყაშვილი >> ბაგებისკენ მიმავალი:
მანდ აღმავალი გადააკეთეს 2 ზოლად. გუშინ ვთქვი და დღეს გამიმყარდა მოსაზრება რომ ჯობია დაიხაზოს ბუსლეინი და მანქანებს ოფიციალურად მიეცეთ 1 ზოლი, 2 მიზეზის გამო. პირველი გუშინაც ვთქვი, კვეთაზე შუქნიშანი რომ იხსნება პერიოდულად ჯერ ავტობუსი გადის ხოლმე რომელიც სპორტის აკადემიასთან ჩერდება გაჩერებაზე და ქმნის ძაბრს: მანქანებს მაინც უწევთ ერთ ზოლში შეჯგუფება. კარგი, დავუშვათ ეს არაფერი. მაგრამ დღეს შევესწარი უარესს, საფრთხეს: მანქანა პარკინგიდან ზადნით გამოდიოდა და მომქროლავმა მანქანამ ლამის გაიტანა! მანდ რომ აღმავალი ბუსლეინი იქნება ოფიციალურად, უსაფრთხოდ გამოვა პარკინგიდან.
მაგ პარკინგებს ვერ აკრძალავ ტროტუარზეა მოწყობილი და ბევრი ახალაშენებული მაღალსართულიანი სახლებია (ვიცი დატ111! : ). ამიტომ ვფიქრობ რომ ჩოლოყაზე ბაგებისკენ ოფიციალურად იყოს ბუსლეინი. თუ ასე მოხდა რა გამოდის, ის რომ წერეთელზე ამოდის ბაგებისკენ 2 ზოლი და მერე გარდაიქმნება 1 ზოლად! კარგია ეს? არც ისე! ამიტომ შემდეგი წინადადება:
ხომ არ ჯობია იმ ოთხი ზოლიდან რომელიც წერეთელზე ამოდის 3 ვაკეს მიეცეს და ერთი ბაგებს (როგორც ადრე იყო)? მაშინ 1 ზოლი წერეთელზე შეერწყმება 1 ზოლს ჩოლოყაზე.
მესამე საკითხი.
3. დაღმავალი ჩოლოყაშვილი:
ეხლა ჩოლოყაზე გახდა 3 დაღმავალი სამანქანო. 2 უხვევს დაღმა წერეთელზე და იქაც წერეთელზე 2 ზოლი ხვდება, ერთი (განაპირა მარჯვენა) მიდის მხოლოდ წინ, ვაკისკენ. შემოვდივარ წინადადებით, განაპირა მარჯვენა ზოლიც გახდეს წინ-და-მარცხნივ, ანუ რეალურად მესამე ზოლიდანაც შეძლონ წერეთელზე მარცხნივ ჩახვევა. ვხსნი რატომ.
ბაგებიდან>>ვაკისკენ ნაკადი არის გაცილებით ნაკლები ვიდრე ბაგებიდან წერეთელზე გადამხვევი. ამიტომ მანქანები 3-ივე ზოლს იკავებენ ჩოლოყაზე, გარდა სულ ბოლო ნაწილისა (სადაც კიდი ნიშანი: მარჯვენა ზოლი მხოლოდ წინ) და იქვე რთავენ პავარტონიკს და ქმნიან ძაბრს! ხო არ ჯობია ამიტომ მესამე ზოლს მარცხნივ ჩახვევის უფლებაც მიეცეს (როგორც ადრე). მესმის, რომ ჩოლოყაზე 3 ზოლის გადაწყობა წერეთელზე 2 ზოლში არაა იდეალური, მაგრამ არ ჯობია მოხვევისა დიაგონალზე მოხდეს ასეთი გადაწყობა ვიდრე, სადღაც ზევით (არბიტრარი ადგილას)? მანქანამ ჩართოს პავაროტნიკი და ძაბრი შექმნას? ანუ მე ვამბობ ძაბრს ჯობია მოხვევისას მოდრეკა. ეხლა მანდ ჩახვევისას (ადრე ველო ბილიკი ქმნიდა ბუფერს) და თამამად უხვევდნენ, ეხლა ცხვირით წინა მანქანა რო ჩაუხვევს თამამად, მეორე ზოლიდან ჩამხვევი მიყვება კოჭლი ცხვარივით, რადგან წინა მომხვევი ტრანსპორტის 90% დებილური ტრაექტორიით უხვევს და 2 ზოლს იკავებს მოხვევის მომენტში. ცოტა მოუხელთებელი გახდა ჩახვევა. ამიტომ მანდ (ისევე როგორც ქვევით, დაღმავალი ნაკადის თამრაშვილზე შერწყმისას) უნდა დაიხაზოს მოხვევის ადგილებშიც რკალები რომ მოხვევა გახდეს დისციპლინირებული. უნდა ასწავლო როგორ მოუხვიო.
ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ. 3 შემოთავაზება:
- გააფართოვეთ თამარაშვილიდან ვაკისკენ მარცხნივ ამხვევი მანქანების სივრცე 2 ზოლიდან 3 ზოლამდე (შეკრიჭეთ სკვერის ფერდები)
- დახაზეთ ჩოლოყაზე აღმავალი ბუსლეინი (როგორც ჩამომვალი ბუსლეინია) და შესაბამისად წერეთელზე ბაგებისკენ მარჯვნივ გამხვევ ნაკადს მიაკუთვნეთ 1 ზოლი (როგორც ადრე იყო)
- ბაგებიდან ჩოლოყაზე დაღმავალი უკიდურესი მარჯვენა ზოლს მიეცით მარცხნივ ჩახვევის უფლებაც წერეთელზე (როგორც ადრე იყო). სხვაგვარად ჩამომავალი მანქანების ნაკადი ვერ იყენებენ გაფართოებულ ტერიტორიას და ქმნიან ძაბრს ბოლო მომენტში. დახაზეთ მოხვევის რკალები. * * *
ნუ გარდა ამისა მანქანით ვარტყი შუადღეს წრეები. ამოვედი ვარაზიდანაც. ვარაზის ბოლოში ქვევით ვიზუალურად კი იყო დიდი ნაკადი (უცებ შეგეშინდება) მაგრამ ძალიან მალე ავიარე და ვიზუალი იყო შემაცდენელი. ეს იმიტომ რომ ვარაზში ერთი წყება შუქნიშნებია და მაგას რო გაივლი ვსო გინდა ფალიაშვილზე ადი გინდა მარჯვნივ ჭავჭავაძეზე წყნარად მიღუღუნებ შენთვის (განსხვავებით წერეთლისგან სადაც *** ო რ ი *** წყება შუქნიშნები გაქვს გადასალახი!
იმედია მელიქიშვილზე ისეთ რამეს არ იზამენ რომ ვარაზის (ამჟამად მისაღებმა კვეთამ) გაიზიაროს წერეთლის ბედი.
---
რას ფიქრობთ? ამდენ უფასო რჩევებს ვიძლევით იმედია უკვალოდ არ ჩაივლის ჩვენი მცდელობები.
ეხლა ეს ყველაფერი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. რაღაც კონდიციამდე უნდა მივიდეს პროექტი და დაესვას წერტილი. ამ სამი წინადადებით (პირველი ყველაზე მთავარი მგონია) მე ვფიქრობა მივა ეს პროექტი იმ კონდიციმდე რომ ჩაითვლება ძირითადად გამართულად და აღარ იქნება ფორსმაჟორები წერეთლის კვეთაზე.
წყნეთის ქუჩის არკასთან ეს:


ნუ ცხადია წყნეთის ქუQის არკასთან ის ნაგვის ბუნკერი ისევ იქაა ისევე როგორც მეორე კუბლიჩამ რო მ ახსენა.
* * *
ერთი კითხვა მაქვს კომპენტენტურ ხალხთან:
თვლით თუ არა რომ საბურთალოდან წერეთელზე აღმავალ ბაგებისკენ გამხვევ ხალხს ეყოფა ერთი (1) ზოლი წერეთელზე? This post has been edited by ek1m1 on 27 Aug 2020, 22:44