მანდ ზოლები ყოფნის? ეგ კი არ მახსოვს :დ
მაგრამ მაგ შემთვევაშიც საცობი აიწევს ზევით, რადგან სამი ნაკადი ამჯერად გადაიკვეთება ჩოლოყაშვილზე.
ბაგებიდან თამარაშვილზე ჩამსვლელები.
თამარაშვილიდან ჭავჭავაძეზე მიმავლები.
ჭავჭავაძიდან ბაგებისკენ მიმავლები.
ek1m1შეიძლება ძაან მაგარი რაღაცას წერ, მაგრამ საერთოდ ვერ აღვიქვამ პირადად მე
* * *
ek1m1Pioneerჩემს ვარიანტსაც შემოგთავაზებთ
პირველ რიგში, იმედი მაქვს რომ ახლა ნაკადებს ითვლიან და ჩვენზე კარგ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას
ის ფაქტი, რომ პატრული არეგულირებდა დღეს მოძრაობას, ნიშნავს რომ პრობლემა დაინახეს თვითონაც და წესით ფიქრობენ გადაწყვეტებზე.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მე არ ვითვალისწინებ "შეცდომებს". შეცდომა შეილება რამდენჯერმე მოგივიდეს, მაგრამ ვინც რუტინულად დადის მანდ, ის ამუღამებს სად უნდა შეუხვიოს. შესაბამისად შეცდომის დამშვებების რაოდენობა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იქნება ცოტა.
ვფიქრობ, რომ ჭავჭავაძე-თამარაშვილი-წერეთლის მიმართულება საერთოდ გავაუქმო.
ამ მიმართულების აზრი, როგორც მესმის, არის ბაგებისკენ მოძრაობა, ყიფშიძედან ჭავჭავაძის მეორე მხარეს გადმოსვლა და "ვისაც შეეშალა" იმათი მობრუნება :დ
ვისაც შეეშალათ, იმათ ვიკიდებთ :დ
ყიფშიძე მოაბრუნებს თამარაშვილზე, ვისოლთან.
ბაგები ახალი გზით გავლენ თამარაშვილზე და მოაბრუნებენ უნივერსიტეტის ქუჩამდე რომ მოსაბრუნებელია.
უშუალოდ თამარაშვილზე უნდა დარჩეს 1 სამოძრაო ზოლი, კონკრეტულად შუა ზოლი.
უკიდურესი მარჯვენა ზოლი ავტობუსს მიაქვს.
უკიდურესი მარცხენა ზოლი კი მომხვევია.
დელისიდან რომ მოდიხარ, პირველი მობრუნება ლუკოილთან დარჩება ისე როგორც იყო, რადგან მანდ ცოტა აბრუნებს.
გალფთან შებრუნებაც დელისისკენ შეილება ისე დარჩეს, რადგან მანდაც მცირე ნაკადია.
ისევე როგორც სოკართან, როცა ძირითადად ახალი გზიდან ამოსულები აბრუნებენ.
ამის მერე გვრჩება ორი ზოლი.
აქედან შუა წავიდეს მარჯვნივ უნივერსიტეტის ქუჩაზე.
მარცხენამ კი გააგრძელოს თამარშვილზე მოძრაობა შუაში.
შემდეგ მოდის მობრუნება "მონიტორთან".
აქ მოაბრუნებენ ამირეჯიბზე ჩასული ადამიანები, რომლებსაც ვისოლამდე ექნებათ დრო, რომ გადაეწყონ შუა ზოლში.
მაგ ზოლს კი მარტო ვისოლთან მობრუნება უნდა შეეძლოს.
მეორე მხარეს კი მოაბრუნებენ ყიფშიძე და ვისაც ამირეჯიბზე ჩასვლა დაეზარა ის ტიპები, ანუ უშუალოდ ჭავჭავაძიდან ვინც გადმოვიდა თამარაშვილზე.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მგონია, რომ ამ მოსახვევს, ისევე როგორც "მონიტორის" მოსახვევის სამოძრაო ზოლი იწყებოდეს უშუალოდ მაგ წერტილიდან (ანუ დელისიდან მომავალი მანქანა მანდ დაბრკოლების გამო ვერ უნდა ხვდებოდეს. დელისიდან სტაბულურად მხოლოდ 1 ზოლი მოდის.
შესაბამისად ჩვენს ავადსახსენებელ კვეთაზე მოდის 2 სამანქანო ზოლი, რომლებმაც უნდა აუხვიონ წერეთელზე.
იმათი რაოდენობა, ვისაც მანდ მოუნდება მობრუნება იქნება მიზერული. ერთადერთი სვანიძის უბანს უწევს მანდ მობრუნება. დანარჩენები მანამდე გააკეთებენ მოძრაობას

შესაბამისად თამარაშვილის 2 ზოლი გადავა წერეთლის 3 ზოლში.
აქ ვფიქრობ, რომ უკიდურესი მარჯვენა ზოლი რაიმეთი გამოიყოს, რომ თუ უშუალოდ ბაგების მიმართულებით არ გინდა წასვლა, მანდ არ შესუნო.
შესაბამისად ბაგებში მიმავლები სულ ეცდებიან თამარაშვილის შუა ზოლში აღმოჩენას და ეგ მიმართულება: თამარაშვილი-წერეთელი-ჩოლოყაშვილი იმუძრავებს ყოველგავარი დაბრუკოლების გარეშე, რადგან არც ერთ ნაკადთან არ აქვთ გადაკვეთა, მათ შორის არც ჭავჭავაძის ხალხთან გაწი-გამატარე ამბები..
ამხვევი 3 ზოლიდან შუას ორივე მიმართულებით შეეძლოს მოძრაობის გაგრძელება, რომ თუ გადმოწყობა ვერ მოასწრო თამარაშვილის შუა ზოლში, თავი არ მოიკლას წერეთელზე სწორ ზოლში აღმოსაჩენად. თუმცა ამ ზოლის მინუსი ისაა, რომ ჭავჭავაძეზე გამხვევების ნაკადსა მიყვები.
და მესამე ზოლი შესაბამისად მიდი ჭავჭავძეზე.
მთავარი კვეთა აქ არის ჩოლოყაშვილი-წერეთელი ვს წერეთელი-ჭავჭავაძე.
აქ მოუწევთ შუქნიშნის გაყოფა.
ხოლო ქვევით ჭავჭავაძე-თამარაშვილი ვს ჩოლოყაშვილი-წერეთელი-თამარაშვილი.
შუქნიშნებმა კი თავისთავად ნაკადის მიხედვით უნდა მიანიჭონ უპირატესობა. უფრო მგონია, რომ ბაგებს დაჭირდება უპირატესობა.
ამ ცვლილების მუღამი:
1) თამარაშვილი-წერეთლის კვანძიდან ერთ-ერთი მიმართულების საერთოდ მოშორება.
2) მაგ მიმართულების 2 ნაწილად გაყოფა ვისოლთან და "მონიტორთან" მობრუნებით.
3) თავიდან აცილება მომხვევების მიერ საცობის შექმნის (რაც დელისისკენ მიმავალ ნაკადს გაჭედავს) და შესაბამისად მათთვის თამარაშვილზე ზოლის დარეზერვება, რაც იმაში გამოიხატება, რომ სუფთად ვაკისკენ მიმავალი მხოლოდ 1 ზოლი იქნება თამარშვილზე.
4) მე-3 პუნქტით გადაკვეთების სიმწვავის შეზღუდვა :დ
5) ყველაზე უიმედო და მოთხოვნადი ნაკადის (ბაგები-წყნეთი) დაუბრკოლებელი მოძრაობის უზრუნველყოფა.
6) ძაბრების შეზღუდვა, მათ შორის, თამარაშვილზე მომხვევებით შექმნილი, რაც გამოჩნდა გუშინ რომ პრობლემა იქნება.
7) ზოგადად კონფლიქტების სხვადახვა ადგილებში განაწილება, ერთი თავკომბალის წარმოშობის ნაცვლად.
მითხარით პრობლემა სად შეიქმნება
This post has been edited by Nickboy on 2 Aug 2020, 21:29